უახლესი ინფორმაცია დავით გალეგაშვილის ჯანმრთელობის შესახებ

უახლესი ინფორმაცია დავით გალეგაშვილის ჯანმრთელობის შესახებ

ექიმის ინფორმაციით, დავით გალეგაშვილს სხეულზე დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება სოფლის მეორნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილს ქალა-ტვინის ტრავმა აქვს, ხოლო სხეულზე დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმმა-რეანიმატოლოგმა მაია ჩიკვაიძემ განუცხადა.

"პაციენტი შემოიყვანეს გუშინ. ის სასწრაფომ მოიყვანა. მდგომარეობა სტაბილურია. იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და უტარდება მკურნალობა. აღენიშნება ქალა-ტვინის დახურული ტრავმა. მექანიზმებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაგვაჩნია. არ ვართ კომპეტენტურები", - აღნიშნა ექიმმა.

კითხვაზე, გამორიცხავს, თუ არა, რომ დაზიანება მიღებული იყო ცემისგან, ექიმმა განაცხადა, რომ არც გამორიცხავს და არც ადასტურებს, რადგან ეს არ არის მისი კომპეტენცია.

ცემის ფაქტი რომ ყოფილიყო საქმე იქნებოდა აღძრული, ვინაიდან საქმე არ არის აღძრული, სავარაუდოდ, ამასთან არ გვაქვს საქმე, - ეს განცხადება სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მისი მოადგილის დავით გალეგაშვილის მონახულების შემდეგ გააკეთა.

გალეგაშვილი ქალა-ტვინის დახურული ტრავმით კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

მინისტრის ინფორმაციით, დავით გალეგაშვილი საავადმყოფოში გუშინ მიიყვანეს. "მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, მინდა ვთხოვო ყველა მედიასაშუალებას, ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში და გადაუმოწმებელ ინფორმაციას ნუ გაავრცელებენ. საზოგადოებამ მიიღო არასწორი ინფორმაცია, ეს შემთხვევა არ მომხდარა დღეს, მოხდა წუხელ, - განაცხადა დანელიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი თავის ტრავმით რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევა გუშინ მოხდა, დავით გალეგაშვილი, წაიქცა, რის შედეგადაც თავი დაარტყა და ამჟამად კომაშია. "ის მთელი დღის განმავლობაში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა უმჯობესდება", - აღნიშნეს პრესსამსახურში.

თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დავით გალეგაშვილი ნაცემია, რასაც პრესსამსახურში კატეგორიულად უარყოფენ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია