კახა ბენდუქიძის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ: "ჩემ დაკრძალვაზე ჩამოდით, გამოსამშვიდობებელს იტყვით"

კახა ბენდუქიძის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ: "ჩემ დაკრძალვაზე ჩამოდით, გამოსამშვიდობებელს იტყვით"

უკრაინელი ჟურნალისტის დმიტრი გორდონისთვის მიცემული ინტერვიუ კახა ბენდუქიძისთვის ერთ-ერთი ბოლო აღმოჩნდა. ვრცელი ინტერვიუ, რომელიც ზაფხულში ჩაიწერა, მხოლოდ ახლა, მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა გორდონის გადაცემის youtube-ის გვერდზე. "საქართველოს ეკონომიკური სასწაულის ავტორი და უკრაინის დიდი მეგობარი" - ასე წარუდგინა უკრაინელ მაყურებელს სტუმარი გადაცემის წამყვანმა.

საქართველოს ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა და "ცოდნის ფონდის" დამფუძნებელმა ტელეეთერიდან რამდენიმე რჩევა მისცა უკრაინელ ჩინოვნიკებს: "დაიწყეთ რეფორმები ახლავე და ნუ გადადებთ ხვალისთვის, რადგან თუ თქვენ არ დაიწყებთ, მაშინ პუტინი დაიწყებს". კახა ბენდუქიძემ ისაუბრა საქართველოზე, უკრაინასა და რუსეთზე, არაოფიციალური კითხვების ბლოკში კი რამდენჯერმე იხუმრა სიკვდილზე და გორდონი საკუთარ დაკრძალვაზეც კი მიიპატიჟა...

"თქვენ დღეს მდიდარი ადამიანი ხართ?" - გორდონის კითხვას, ბენდუქიძემ ასე უპასუხა - "არა, მდიდარი არ ვარ, შეძლებული ადამიანი ვარ, შემიძლია დარჩენილი ცხოვრება აღარ ვიმუშაო. ვილები, იახტები - არ მაქვს, იმიტომ რომ ზღვის დაავადება მჭირს. არ მაქვს ჰობი. როცა ერთი წუთი მაქვს საფიქრალად, ყველაფერზე ვფიქრობ... საერთოდ, არ მიყვარს მსუქანი ადამიანები. ბოლო დროს 40 კილომდე დავიკელი, თუმცა დიდი ძალისხმევის შედეგად - ძალიან ცოტას ვჭამ. ახლა 165 კილოგრამს ვიწონი, მაგრამ კიდევ დავიკლებ, აუცილებლად..."

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია