მარიამ კუბლაშვილს ყოფილმა ქმარმა ნაჩუქარი მანქანა წაართვა

მარიამ კუბლაშვილს ყოფილმა ქმარმა ნაჩუქარი მანქანა წაართვა

მანქანის მართვა ავტოსკოლაში ისწავლა. პირველი მანქანაც თავისი შრომით შეიძინა. მას მერე საკუთარი დანაზოგით ცვლის ტრანსპორტს. მარიამ კუბლაშვილს სამსახურში მძღოლი ჰყავს, მაგრამ გვერდით ჯდომას საჭესთან ჯდომა ურჩევნია. ახლა შავი ''ბე-ემ-ვეს'' ჯიპი ჰყავს. ამბობს, რომ ეს რევოლუციაა ამ მარკის მანქანებში.

- მარი, რა ასაკში მიუჯექი პირველად საჭეს?

- 18 წლის ვიყავი, პირველად საჭესთან რომ დავჯექი. მანქანის მართვა ავტოსკოლაში ''06''-ის მარკის ავტომობილზე ვისწავლე. იოლი აღმოჩნდა, კარგი მოსწავლე გამოვდექი. არადა, თავიდან მეშინოდა. პირველად მანქანა რომ გავატარე, მახსოვს ვიკითხე, სულ ეს არის-მეთქი? უბრალოდ, თავიდან მანქანის ადგილიდან დაძვრა და პარკირება მიჭირდა. ტესტირება კახეთში ჩავაბარე და ასიდან ასივე ქულა ავიღე. მონდომებული ვიყავი, ძალიან მინდოდა, ჩემთვის მანქანა ეყიდათ.

- ვინ გიყიდა პირველი მანქანა?

- მაშინ ოჯახი მქონდა, ჩემი ქმარი ამერიკაში იყო და მეგონა, გამომიგზავნიდა მანქანას….

- არ გამოგიგზავნა?

- მაშინ მანქანების ბიზნესი დაიწყო, სულ 2-3 მანქანა ჰყავს გამოგზავნილი. მეც გამომიგზავნა, მაგრამ რამდენიმე დღეში უკან წამართვეს.

- როგორ?

- ვიღაც უცხო ტიპები მოვიდნენ, ჩამომსვეს და წაიყვანეს. მანამდე დამირეკა და გამაფრთხილა, წაიყვანენო. ძველი ''ემელი'' იყო, მაგრამ იმხელა კომფორტი იყო ეს ჩემთვის. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა დისკომფორტს მიქმნიდა, უნივერსიტეტში მანქანით რომ მივდიოდი, ჩემზე ბედნიერი არავინ მეგონა. ამის მერე ''იქს 5'' გამომიგზავნა და რამდენიმე დღეში ისიც ჩამომართვეს, გვჭირდებაო. მერე ჩემს ცხოვრებაში სასწაული მოხდა. მე ხომ ზოგადად სასწაულებით ვცხოვრობ. ასეთივე სასწაულით ვიყიდე ჩემი პირველი მანქანა, ''პაჯერო''. მაშინ უკვე ადვოკატი ვიყავი. პროცესი მოვიგე. ჩემს კლიენტს თანხა უნდა მოეცა, მაგრამ ვერ გადამიხადა. ფული არ ჰქონდა. მანქანის ბაზრობის მფლობელი იყო, მითხრა, მოდი და ამ თანხაში რომელიმე მანქანა ამოარჩიეო. ახალთახალი მანქანა წამოვიყვანე, ვერცხლისფერი, ორკარიანი ''პაჯერო''.

- როგორი იყო პირველი გასვლა ქალაქში, რა სირთულეებს წააწყდი?

- სხვათა შორის, არ გამჭირვებია. ცოტა უკან სვლა მიჭირდა. ჩემი ქმრის გამოგზავნილი მანქანა კი მივამტვრიე ცოტა, მაგრამ ისე გავაკეთე, რომ ვერავინ გაიგო. ალბათ, ამ ინტერვიუდან გაიგებენ (იცინის). გასარეცხად მყავს-მეთქი, სახლში ასე ვთქვი და მეორე დღეს საღსალამათი მოვიყვანე უკან. ''პაჯეროც'' მივარტყი ორჯერ, ერთხელ წინ დამიმუხრუჭა მანქანამ და უკნიდან შევასკდი და მეორედ დისტანცია ვერ დავიცავი, ტრაილერმა კუდი მოიქნია და შევეჯახეთ. მოკლედ, ის საწყალი ''პაჯერო'' გავანადგურე. ორი თვე ამერიკიდან ფარის ჩამოტანას ველოდე, ფარს ცალკე მანქანის ფასი ჰქონია. ზოგადად, სისწრაფე არ მიყვარს, ამ ბოლო დროს ცოტა გავთამამდი. არც ერთი ავარიის დროს ბალიში არ გამხსნია.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება