43 წლის ქალი თავის პარტნიორს ყოველ საღამოს სიცრუის დეტექტორზე ამოწმებს

43 წლის ქალი თავის პარტნიორს ყოველ საღამოს სიცრუის დეტექტორზე ამოწმებს

გაიცანით დები ვუდი - მსოფლიოში ყველაზე ეჭვიანი ქალი, "ჩვენი დროის ოტელო". ეს ხუმრობა არ გეგონოთ, ქალს ამის გამადასტურებელი საბუთიც კი გააჩნია.

ყოველ დღე 43 წლის დები თავის საყვარელ მამაკაცს, 31 წლის სტივს სიცრუის დეტექტორზე ამოწმებს. იგი იმდენად ეჭვიანია, რომ ყოველ დღე თვალყურს ადევნებს მის საბანკო ოპერაციებს, ამოწმებს სტივენის ელექტრონულ ფოსტას და კითხულობს მესიჯებს. უფრო მეტიც, დები თავის პარტნიორს სხვა ქალებისკენ გახედვასაც კი უკრძალავს, არა მხოლოდ რეალური ქალებისკენ, არამედ ჟურნალის გარეკანზე დაბეჭდილისკენაც. ხოლო იმისთვის, რომ სტივი შემთხვევით არ გადააწყდეს ვინმეს ტელეეკრანზე, დებიმ ტელევიზორზე სპეციალური ფილტრი დააყენა, რომლის მეშვეობითაც, სტივენს მხოლოდ საგანმანათლებლო და საბავშვო გადაცემების ყურება შეუძლია. ამის მიუხედევად, სტივენი თავს დაჩაგრულად არ გრძნობს. რამდენიმე დღის წინ უჩვეულო წყვილმა დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ეკლესიაში იქორწინა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს