ვინ არის იულია მარუშევსკაია, ვინც 15 ნოემბრის აქციაზე სააკაშვილს გვერდით ედგა

ვინ არის იულია მარუშევსკაია, ვინც 15 ნოემბრის აქციაზე სააკაშვილს გვერდით ედგა

15 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით აქცია "არა ანექსიას" გაიმართა. აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას კიევიდან, მიხაილოვსკის მოედნიდან საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მიმართა. სააკაშვილს გვერდს უმშვენებდა მაიდანის აქტივისტი იულია მარუშევსკაია.

"ეს უკრაინელი ვარსკვლავი საქართველოს მხარდამჭერია, ისევე როგორც ყველა უკრაინელი პატრიოტი.

გუშინდელი სოლიდარობის აქციის მონაწილე - იულია მარუშევსკა, მისი ვიდეო Youtube-ზე მილიონობით ადამიანმა ნახა", - წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე (იხილეთ ვიდეო)

იულიას შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძეც წერს. მისი თქმით, იულია რამდენიმე თვის წინ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა და საკუთარი წიგნი აჩუქა:

"სიცხადისთვის "იულია" ანუ იულია მარუშევსკაია არის მაიდანის აქტივისტი, რომელმაც ჩაწერა და დაამზადა ვიდეოკლიპი "რატომ უნდა გახდეს უკარინა ევროპის ნაწილი". კლიპს მილიონობით ნახვა დაუგროვდა. ასევე ეს გოგო იყო სწორედ ერთ-ერთი მათგანი, ვინც მაიდანზე სნაიპერის დახოცილი ხალხის ცხედრებს მორგში ყარაულობდა, რომ არ მოეპარათ და ექპერტიზა ჩატარებოდათ. სხვათაშორის, ამ გოგომ რამდენიმე თვის წინ ამერიკაში ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ საკუთარი წიგნი გადასცა პრემიერ-მინისტრს...".

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ასევე: "ცხვირსახოცი მიშოვნე" - ვინ არის გოგონა, რომელიც სააკაშვილს თმას უსწორებს და ჩართვისთვის ამზადებს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს