როგორი თვითმფრინავები გვეყოლება ათ წელიწადში (+ ფოტოგალერეა)

როგორი თვითმფრინავები გვეყოლება ათ წელიწადში (+ ფოტოგალერეა)

აი, როგორი შეიძლება იყოს მომავლის ავიაცია - თვითმფრინავები ილუმინატორების გარეშე. შეიძლება ეს არარეალური მოგეჩვენოთ, მაგრამ ასე არაა. ცის მთლიანი პანორამა, ინტერაქტიული ტექნოლოგიები და სუპერთანამედროვე დიზაინი, ეს ზღაპარი არ არის.

ასეთი დიზაინის კონცეფცია უკვე შემუშავებულია. თვითმფრინავის შიგნით განთავსებული იქნება ეკრანები, რომლებზეც ცის პანორამა იქნება აღბეჭდილი, რასაც თვითმფრინავზე დამონტაჟებული კამერები გადაიღებენ. ასევე თავისუფლად იქნება შესაძლებელი ინტერნეტის მოხმარება.

ილუმინატორების უქონლობა საგრძნობლად შეამსუბუქებს თვითმფრინავის წონას და ამავდროულად სამგზავრო ბილეთის ფასს. ამ დიზაინზე მომუშავე ჯგუფი ირწმუნება, რომ მისი რეალიზაცია უკვე ათ წელიწადში იქნება შესაძლებელი.

დროა, უკვე მივაჩვიოთ თვალი მომავლის თვითმფრინავებს, სულ რაღაც ათ წელიწადში გვექნება საშუალება, თვითმფრინავით მგზავრობა დაუვიწყარ გამოცდილებად ვაქციოთ.

იხილეთ ფოტოგალერეა მომზადებულია ofigenno.cc-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს