ნიკა გრიგოლიას ყოფილი ცოლის საქმიანობა არ მოსწონს - ''აღარ ვმეგობრობთ...''

ნიკა გრიგოლიას ყოფილი ცოლის საქმიანობა არ მოსწონს - ''აღარ ვმეგობრობთ...''

მას შემდეგ, რაც ''მარაო რუსთავი 2''-ზე ნიკა გრიგოლიას გადაცემა ''ერთგულების ტესტი''გავიდა, ალბათ, ყველა პოპულარული მამაკაცი ცოლს უკვე ეჭვის თვალით უყურებს. ფიქრობს, ნიკა გრიგოლიას გუნდს ხომ არ გაურიგდნენ და მის მახეში გაბმას ხომ არ გეგმავენ. თუმცა როგორც ტელეწამყვანთან საუბარში გაირკვა, არც ცოლები უნდა იყვნენ მშვიდად და არ უნდა იფიქრონ, რომ ერთგულების ტესტს არ ჩაუტარებენ.

- თავიდან, როდესაც პოპულარულ ადამიანებს ერთგულების ტესტს ვუტარებდით, დასკვნებს მე თვითონ ვაკეთებდი და ვამბობდი, ჩააბარა თუ არა გამოცდა. მერე აღმოჩნდა, რომ მაყურებელი ჩემგან განსხვავე-ბულად ფიქრობდა და სულაც არ მიაჩნდათ, რომ ტესტი წარმატებით ჩააბარეს. ზოგი წერდა, თვალი გაექცაო, ზოგიც ამბობდა, დროულად რომ არ მისულიყავით, კაცმა არ იცის, რა მოხდებოდაო. ამიტომ ახლა ჩემს დასკვნებს აღარ ვამბობ. მაყუ-რებელმა თავად განსაჯოს, გაიარა თუ არა მახეში გაბმულმა ერთგულების ტესტი. რაც ამ გადაცემაზე ვმუშაობ, მხოლოდ ლევან ჯავახიშვილი მიხვდა, რომ მახეში ვაბამდით. ლევანმა გამშიფრა. უკვე დიდი ხანია, ტელევიზიაში მუშაობს. არასტანდარტული სიტუაცია დახვდა და კამერების ძებნა დაიწყო. ისე დავმალე, არ მეგონა, ვინმე თუ დაინახავდა, მაგრამ ლევანმა დაინახა. - გოგონებს, რომლებმაც ცნობი-ლი მამაკაცები უნდა აცდუნონ, შენ არჩევ? - გადაცემაზე მომუშავე ჯგუფი ერთად ვარჩევთ. გარდა იმისა, რომ გოგონას კარგი გარეგნობა უნდა ჰქონდეს, საჭიროა, მამაკაცს თავბრუ დაახვიოს. მარ- თალია, გადაცემას ''ერთგულების ტესტი''ჰქვია, მაგრამ ჩვენი მიზანი არაა, რომ ქმარმა ცოლს უღალატოს. მთავარია, ისეთ სიტუაციაში მოვაქციოთ, სადაც დარწმუ-ნებული იქნება, რომ არავინ უყურებს. და საინტერესოა, როგორ მოიქცევა ამ შემთხ-ვევაში. სრულიად უარყოფს გოგონას თუ პროვოკაციაზე წამოვა.

- რატომ უტარებთ ტესტს მხოლოდ ქმრებს? ცოლებისთვის ერთგულების ტესტის ჩატარებაზე არ გიფი-ქრიათ?

- თუ ქმარი დაგვიკავშირდება და გვეტყვის, რომ ცოლისთვის ტესტის ჩატარება უნდა, რასაკვირველია, დავთანხმდები.

- ანუ თქვენ არ ირჩევთ ''მსხვერპლს''? ცოლები გიკავშირდებიან?

- ჯერჯერობით ასე იყო, მხოლოდ ცოლები გვიკავშირდებოდნენ. ჩვენც ვთავაზობთ მეგობრებს, ქმრებს ტესტი ჩაუტარონ და გვთანხმდებიან.

- ყოფილა შემთხვევა, რომ უთხოვიათ, რაიმე კადრი ეთერში არ გასულიყო?

- თამამად შემიძლია გითხრათ, ჯერ არ გვქონია არც ერთი შემთხვევა, რომ ვინმეს ეთხოვოს, რაიმე კადრი არ გაუშვათო. შესაძლებელია, ოდესმე ასეთი რამ მოხდეს, მაგრამ ყველანაირად ვეცდები დავითანხმო და მაყურებელმა ყველაფერი ნახოს.

- თავად როგორ ჩააბარებდი ერთგულების ტესტს?

- ამ კითხვაზე ისე გიპასუხებთ, როგორც ყველა კაცი - თავისუფლად ჩავაბარებდი, ანუ ერთგული დავრჩებოდი. ვიცი, რომ ჩემი გადაცემის ''გველის წიწილები''ჩასაფრებულები არიან. ასი თვალით და ასი ყურით ვიყურები, მაგრამ ჩამიტარონ, მაგის დედაც ვატირე, რა პრო-ბლემაა. ჯერჯერობით ერთგულების ტესტებს კამერების გარეშე ვაბარებ.

- სულ ლამაზი გოგონების გარე-მოცვაში ხარ და მეუღლე ხომ არ ეჭვიანობს?

- ვაღიარებ, რომ ძალიან ლამაზი გოგონების გარემოცვაში ვარ, მაგრამ მე მყავს სუპერგოგო, რომელსაც ეჭვიანობა არ სჩვევია. თუ საქმე ეჭვიანობამდე მივიდა, ის ურთიერთობა დიდხანს აღარ გაძლებს. თუ დრო აქვს, გადაღებებს ესწრება. ერთხელ ღამე წავიყვანე და მეორე დღეს სიცხე ჰქონდა. ისიც ძალიან დაკავებულია. სტუდენტია, იურიდიულზე სწავლობს.

იხილეთ გაგრძელება

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება