"მისის მსოფლიო 2014" ბელორუსი კონკურსანტი გახდა

"მისის მსოფლიო 2014" ბელორუსი კონკურსანტი გახდა

ამერიკის მერილენდის შტატში, დაოჯახებული ქალების სილამაზის კონკურსი "მისის მსოფლიო" დასრულდა. 2014 წლის გამარჯვებული ბელორუსი კონკურსანტი მარინა ალეკსეიჩიკი გახდა. ღონისძიების წამყვანის თქმით, 31 წლის ლამაზმანი 4 წლის წინ გათხოვდა და ადგილობრივ ტელევიზიაში მუშაობს და მღერის. მეორე ადგილზე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის წარმომადგენელი გავიდა, ხოლო მესამეზე - პერუელი.

შეგახსენებთ, რომ "მისის მსოფლიოს" კონკურსი 8 დღის განმავლობაში იმართება და მასში მონაწილეობას 35 ქვეყანა იღებს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს