10 ყველაზე მდიდარი ვარსკვლავი, რომელიც ჯერ 30 წლისაც არაა

10 ყველაზე მდიდარი ვარსკვლავი, რომელიც ჯერ 30 წლისაც არაა

სია შედგენილია "ფორბსის" მონაცემების მიხედვით, რომელთა აღრიცხვაც 2013 წლის ივნისიდან 2014 წლის ივნისამდე მიმდინარეობდა. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე მდიდარ ვარსკვლავს, რომლებიც ჯერ 30 წლისანი არ არიან. 

10. სკრილექსი

ასაკი: 26

ქონება: 18 მილიონი დოლარი

დიჯეი ცნობილია ელექტრონული მუსიკის ჟანრ დაბსტეპის პოპულარიზაციით.

9. Avicii

ასაკი: 25

ქონება: 28 მილიონი დოლარი

შვედმა დიჯეიმ პოპულარობა შარშან სადებიუტო ალბომით მოიპოვა.

8. ლედი გაგა

ასაკი: 28

ქონება: 33 მილიონი დოლარი

გაგას შემოქმედებითი აღმასვლა 2008 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება.

7. ჯენიფერ ლოურენსი

ასაკი: 24

ქონება: 34 მილიონი დოლარი

ჰოლივუდის მსახიობმა პოპულარობა ”შიმშილის თამაშებში” განსახიერებული როლით მოიპოვა. 22 წლის ასაკში მას "ოსკარი" გადასცეს საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში, ფილმისთვის ”ვერცხლისფერი პიესები”.

6. მაილი საირუსი

ასაკი: 21

ქონება: 36 მილიონი დოლარი

თინეიჯერების კერპი, რომელიც სკანდალურ მომღერლად გადაიქცა, ჩარტებში მუდამ მოწინავე პოზიციებს იკავებს.

5. რიანა

ასაკი: 26

ქონება: 48 მილიონი დოლარი

არ ენ ბი შემსრულებელს გლობალური პოპულარობა სიმღერა Umbrella-მ მოუტანა 2007 წელს.

4. ბრუნო მარსი

ასაკი: 29

ქონება: 60 მილიონი დოლარი

ბრუნო მარსი მრავალ ინსტრუმენტზე უკრავს, მათ შორის ელექტრო გიტარაზე, პიანინოზე და სინთეზატორზე. მან პოპულარობა 2010 წელს, ჰიტით Nothin’ on you მოიპოვა.

3. ტეილორ სვიფტი

ასაკი: 24

ქონება: 64 მილიონი დოლარი

მომღერლის კარიერა მან 14 წლის ასაკში დაიწყო და მუსიკალურ ინდუსტრიაში 2006 წელს სადებიუტო ალბომით გააცნო ხალხს თავი. წელს მისი ალბომი ყველაზე დიდი რაოდენობით გაიყიდა ამერიკაში.

2. One direction

საშუალო ასაკი: 21

ქონება 75 მილიონი დოლარი

პოპულარული ბოიბენდის წევრები არიან ნეილ ჰორენი, ზეინ მალიკი, ლიამ პეინი, ჰარი სტაილსი და ლუი ტომლინსონი. პირველად ბრიტანულ რეალითი შოუში ”იქს ფაქტორი” გამოჩნდნენ, მას შემდეგ მათი პოპულარობა მხოლოდ იზრდება.

1. ჯასტინ ბიბერი

ასაკი: 20

ქონება: 80 მილიონი დოლარი

მომზადებულია msn.com-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება