ქართლ-კახეთის მეფის შთამომავალი დავით ჭავჭავაძე გარდაიცვალა

ქართლ-კახეთის მეფის შთამომავალი დავით ჭავჭავაძე გარდაიცვალა

პოტომაკის ჯანდაცვის ცენტრში, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი, ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი მეთორმეტისა და რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორის შთამომავალი, დავით ჭავჭავაძე თირკმლის უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა.

ამერიკულ გამოცემა "ვაშინგტონ პოსტი" დავით ჭავჭავაძეს გარდაცვალებას ეხმაურება. როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ოპერაციების ხელმძღვანელი, იმ საიდუმლო კომუნიკაციებს აკონტროლებდა, რომელიც მისი წინაპრების სამშობლოს ეხებოდა. დავით ჭავჭავაძემ თავისი სამსახურის დიდი ნაწილი ბერლინში გაატარა, მეორე მსოფლიო ომის დროს და ცივი ომის დასაწყისში. მის მოვალეობებში შედიოდა აგრეთვე საბჭოთა აგენტების გადაბირებაც.

დავით ჭავჭავაძე ენათესავებოდა რომანოვების დინასტიას, რომელიც რუსეთს 300 წლის განმავლობაში მართავდა. დედამისი ნინა, რუსი პრინცესა და იმპერატორ ნიკოლოზ პირველის შვილიშვილი იყო, რომელიც 1825-დან 1855 წლამდე მეფობდა. მამამისი კი, პავლე ჭავჭავაძე, ქართველი თავადი, ქართლ-კახეთის ბოლო მონარქის, მეფე გიორგი მეთორმეტის პირდაპირი შთამომავალი იყო, რომელიც 1801 წელს გარდაიცვალა.

ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ოფიცერი დავით ჭავჭავაძე ბოლშევიკური რევოლუციის პოლიტიკურ მემკვიდრეებს ებრძოდა, რომლებმაც რომანოვების დინასტია 1917 წელს ჯერ დაამხეს, 1918 წელს კი იმპერატორი ნიკოლოზ მეორე, მისი მეუღლე და ხუთი შვილი სიკვდილით დასაჯეს.

მზვერავ დავით ჭავჭავაძის კარიერა, როგორც იგი თავის ბიოგრაფიულ წიგნში "გვირგვინები და შინელები" წერს, განაპირობა იმის სურვილმა, რომ "რაღაც გაეკეთებინა კომუნიზმის საერთაშორისო საფრთხის წინააღმდეგ".

დავით ჭავჭავაძე დაიბადა 1924 წლის 20 მაისს ლონდონში, სადაც ბოლშევიკებისგან დევნილმა მისმა მშობლებმა, რუსი თავადაზნაურობის წარმომადგენლებმა თავშესაფარი ჰპოვეს. მამამისი მთარგმენლობით მუშაობას ეწეოდა - ქართულიდან ინგლისურად თარგმნიდა, თან საზღვაო მიმოსვლის კომპანიაში მუშაობდა. 1927 წელს ოჯახი საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა. აშშ-ში ყოფნის დროს მათ კავშირი ჰქონდათ "თეთრი რუსეთის" ემიგრანტულ საზოგადოებასთან, მაგრამ ფინანსურად უჭირდათ.

იელის უნივერსიტეტში სწავლა მან არმიაში გაწვევის გამო შეწყვიტა. მეორე მსოფლიო ომის დროს, ალიასკაზე, იგი მომსახურე პერსონალის ოფიცერი გახდა, ოქტომბრის რევოლუციიდან თითქმის სამი ათეული წლის შემდეგ.

იხილეთ ვრცლად

"კახეთის ხმა"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა