უკრაინის რადაში დსთ-დან გასვლის შესახებ რეზოლუციის პროექტი დარეგისტრირდა

უკრაინის რადაში დსთ-დან გასვლის შესახებ რეზოლუციის პროექტი დარეგისტრირდა

უკრაინის უმაღლეს რადაში დადგენილების პროექტი დარეგისტრირდა, რომელიც უკრაინის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში წევრობის შეწყვეტას და დსთ-ს ორგანოების მუშაობაში მონაწილეობის შეწყვეტას ითვალისწინებს. ამის შესახებ "უნიანი" რადას ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად იუწყება. ამ დროისთვის დოკუმენტის ტექსტი არ არის გამოქვეყნებული. პროექტის ინიციატორია რადას ათი დეპუტატი ფრაქციებიდან - "ბატკივშინა", "პეტრო პოროშენკოს ბლოკი", "სახალხო ფრონტი" და უფრაქციო დეპუტატები. უკრაინის დსთ-დან გასვლის შესახებ რეზოლუცია უკრაინის რადაში ადრეც დარეგისტრირდა, თუმცა, მას მხარდაჭერა არ მოჰყოლია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა