ლექტორი სტუდენტს კარგი ნიშნების სანაცვლოდ სექსს სთავაზობდა

ლექტორი სტუდენტს კარგი ნიშნების სანაცვლოდ სექსს სთავაზობდა

ჩრდილოეთ ტექსასში შესაძლოა, მასწავლებელს ორმოცი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს, თუ დამტკიცდა ბრალდება, რომ ის 16 წლის მოსწავლესთან საიდუმლო სექსუალურ ურთიერთობაში იყო კარგი ნიშნების სანაცვლოდ.

34 წლის ჯეიმს ლესტერ ქუიგლი, რომელიც რიჩარდსონის უნივერსიტეტში ასწავლის, სექსუალური გამომძალველობისთვის და სტუდენტსა და პედაგოგს შორის უხამსი ურთიერთობისთვის გასამართლდება.

სტუდენტის დედამ პოლიციას განუცხადა, რომ მისი 16 წლის შვილი იღებდა არასასურველ მესიჯებს და მეილებს ქუიგლისგან. მათი სექსუალური ურთიერთობა პირველი მაისიდან 30 ივნისამდე გრძელდებოდა.

დაზარალებული გოგონა ყვება, რომ ქუიგლიმ მას უმაღლესი შეფასების სანაცვლოდ შესთავაზა სექსი და აფრთხილებდა, რომ მის ცოლს ამის შესახებ არ უნდა გაეგო.. ის აკითხავდა გოგონას სახლში, წერდა უხამსი ხასიათის წერილებს და აიძულებდა მასთან ურთიერთობას.

ამჟამად ქუიგლი დაკავებულია. ის ციხეში იმყოფება და გირაოს სახით 100 000 დოლარი აქვს გადასახდელი.

მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს