კახეთში ცხვრის ვირუსული დაავადება გავრცელდა

კახეთში ცხვრის ვირუსული დაავადება გავრცელდა

დედოფლისწყაროს რაიონში, საქონლის ახალი ვირუსული დაავადება გავრცელდა. ასოციაცია "მომავლის ფერმერის" მთავარი ვეტკონსულტანტი მიხეილ ჭიჭაყუა აცხადებს, რომ გავრცელებული დაავადება შესაძლოა, "ცხვრის ყვავილი" იყოს. ასოციაცია სახელმწიფოს დაავადების ლიკვიდაციის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს.

ჩატარდა ცხოველების ადგილზე დათვალიერება და ახლა აუცილებელია მასალის აღება ლაბორატორიული გამოკვლევებისათვის და ზუსტი დიაგნოზის დადგენისთვის.

"იმ შემთხვევაში, თუკი დაავადება დადასტურდება, სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს ვეტერინარულ-სანიტარული და საკარანტინო ღონისძიებები", - ამბობს სპეციალისტი.

იხილეთ ვრცლად

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა