დედამიწიდან უცხოპლანეტელთათვის 90 000 შეტყობინება გაიგზავნა

დედამიწიდან უცხოპლანეტელთათვის 90 000 შეტყობინება გაიგზავნა

ამერიკული კომპანია ”უვინგუს” წარმომადგენლებმა, რომელთაც ნასა აფინანსებს, მარსზე უცხოპლანეტელებისთვის 90 000 რადიო შეტყობინება გაგზავნეს. ასე აღნიშნეს ამერიკაში პლანეტაზე პირველი წარმატებული მისიის 50-ე წლისთავი.

”ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ადამიანების შეტყობინება მარსზე რადიოს საშუალებით გაიგზავნა”, - ამბობენ კომპანიის წარმომადგენლები.

აქციაში მონაწილეობა ცნობილმა ადამიანებმაც მიიღეს. მაგალითად, მსახიობმა სეტ გრინმა მარსის მცხოვრებლებს მისწერა, რომ ერთი სული აქვს, როდის ჩამოვლენ ისინი დედამიწაზე და ”სტარბაქსის ერთ-ერთ ფილიალში მოკალათდებიან”.

მსახიობმა ჯორჯ ტაკეიმ, რომელიც სერიალ ”სტარ ტრეკითაა” ცნობილი, უცხოპლანეტელებს ხომალდ ”ენტერპრაისის” მშვიდობიანი მისიის შესახებ მოუყვა და შეტყობინება სერიალის ტრადიციული ფრაზით - ”იცხოვრეთ დიდხანს და აყვავდით” დაასრულა. სხვებმა მარსის მკვიდრებს თავიანთი ფოტოები, ისტორიები და სურვილები გაუზიარეს.

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს