როგორ სთხოვენ ვარსკვლავები ხელს მომავალ ცოლებს - ყველაზე რომანტიკული ამბები

როგორ სთხოვენ ვარსკვლავები ხელს მომავალ ცოლებს - ყველაზე რომანტიკული ამბები

ვარსკვლავებს შორის ცოტა რომანტიკოსი როდია, რომელთათვისაც საყვარელი ქალისთვის უბრალოდ ხელის თხოვა მეტისმეტად ბანალური და მოსაწყენია. შედეგად, ვიღაც ესკიმოსის ქოხში იღებს წინადადებას, სხვას კი ''იტაცებენ''.

ტომ კრუზმა კეტი ჰოლმსს ხელი ეიფელის კოშკზე სთხოვა, თუმცა ამან მათ ქორწინებას ვერ უშველა. მათი რომანის დასაწყისში ყველას ეგონა, რომ მათზე ჰარმონიული წყვილი არ არსებობდა, თუმცა საბოლოოდ ასე არ გამოდგა. ტომს მანამდე ორი უიღბლო ქორწინება ჰქონდა, სამწუხაროდ, არც ამ ქორწინებამ გაამართლა. არადა, რა რომანტიკული იყო ხელის თხოვა - ტომმა კეტი პარიზში წაიყვანა და ეიფელის კოშკზე მდებარე რესტორანში მოუწყო ვახშამი. როცა პარიზის ხედებით ტკბებოდნენ, სწორედ მაშინ სთხოვა ხელი.

ხმის ჩამწერი სტუდიის ხელმძღვანელ ტომი მოტოლასთან განქორწინება მერაია კერისთვის ძლიერი დარტყმა იყო. ''ვოცნებობდი, რომ ვიღაცას გავეტაცებინე ჩემი საკუთარი ცხოვრებიდან და სადმე სხვაგან, უფრო ბედნიერ ცხოვრებაში წავეყვანე'', - აღიარებდა მერაია ჟურნალისტებთან. ''გატაცება'' კი ნიკ კენონმა გაბედა, რომელიც მომღერალმა ერთ-ერთი კლიპის გადაღებაზე გაიცნო. ნიკმა ჯერ ცათამბჯენ ემპაირ-სტეიტ-ბილდინგის სახურავზე სთხოვა ხელი, მერე სიმბოლურად მოიტაცა ვერტმფრენით და იქვე, ბორტზე დაეცა მუხლზე. კიდევ ერთი ხელის თხოვა მათაც პარიზში ჰქონდათ - ეიფელის კოშკის ფონზე. საბოლოოდ, მერაია დათანხმდა და 2008 წელს ბაჰამის კუნძულებზე.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება