"კია მოტორსი" კონკურს "ოქროს საჭე 2014"-ში ჩაერთო

"კია მოტორსი" კონკურს "ოქროს საჭე 2014"-ში ჩაერთო

საუკეთესო ავტომობილის გამოსავლენად კონკურსი "ოქროს საჭე 2014" გრძელდება. მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ საავტომობილო დაჯილდოებას - "ოქროს საჭე 2014-ს" საქართველოში საავტომობილო ჟურნალი "აუტო ბილდ საქართველო" კომპანია "ვისოლის" მხარდაჭერით მართავს. "ოქროს საჭე 2014"-ის ფარგლებში გრძელდება აქცია-ღონისძიებები, რომლებსაც სხვადასხვა ავტო ბრენდების წარმომადგენლები თავიანთი მოდელების მხარდასაჭერად მართავენ.

ამასთან დაკავშირებით დღეს "კია მოტორსის" ცენტრში "კია SOUL-ის მხარდასაჭერი ღონისძიება გაიმართა. "კია SOUL-ის " მხარდასაჭერად ის ცნობილი სახეები შეიკრიბნენ, რომლებიც "კიას" ბრენდის ავტომობილების მფლობელები არიან. მათ დღეს იმ უპირატესობებზე ისაუბრეს, თუ რატომ უნდა გახდეს "კია SOUL" კონკურსის გამარჯვებული, შემდეგ კი ხმის მიცემის პროცედურაშიც მიიღეს მონაწილეობა.

ორგანიზატორების განცხადებით, კონკურსში მონაწილეობას იღებენ წლის საუკეთესო ავტომობილები, რომლებიც გადანაწილებულნი არიან 6 კლასში. რჩეული ავტომობილისთვის ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს ვებგვერდზე: www.autobild.ge.

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია