გიორგი მენატრება ასაყვანად - დავით თევზაძის სულისშემძვრელი წერილი

გიორგი მენატრება ასაყვანად - დავით თევზაძის სულისშემძვრელი წერილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით თევზაძე  ფეისბუქის პირად გვერდზე ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც ძალიან ემოციური ტექსტი აქვს დართული.

"აგვისტოს დასაწყისი, 1993. ამ დღეს, როდესაც სურათია გადაღებული, როგორც აღმოჩნდა, ბედნიერების მწვერვალზე ვყოფილვარ. ხელში გიორგი მყავდა, ორი წლის, რომელიც პირველად მეჭირა იმ წელს. ახალი დაზავებულები ვიყავით აფხაზებთან და მშვიდობაც ისე ახლო ჩანდა, რომ ფორმა გავიხადე. მერე, სულ მალე, დაიწყება დაპირისპირება ცხენის წყალთან, შტურმი სოხუმზე, გრძელი, ძალიან გრძელი გზა შინისაკენ, უღელტეხილები, ხევები, ტყეები, მიტოვებული და გადამწვარი სახლები... საკუთარ სახლს ნოემბრის 28-ში მივაგნებ მხოლოდ. 3 დეკემბერს კი უცაბედად ნასროლი ტყვია წამართმევს გიორგის. თუმცა მაშინ, 93-ის აგვისტოში, ამის შესახებ ჯერ არაფერი ვიცოდი და ბედნიერზე ბედნიერად ვგრძნობდი თავს. ზეგ, 2014 წლის 3 დეკემბერს 21 წელი შესრულდება, რაც გიორგი მენატრება ასაყვანად და მიუხედავად სიხარულებისა, რომელიც მერეც მქონია, ვიცი რომ ბედნიერების იმ ერთი წამისათვის მიცხოვრია, როდესაც მე და გიორგი სურათს ვიღებდით 1993-ში", - წერს დავით თევზაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს