უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად, შესაძლოა, ალექსანდრე კვიტაშვილი დაინიშნოს

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად, შესაძლოა, ალექსანდრე კვიტაშვილი დაინიშნოს

საქართველოს ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა, შესაძლოა, უკრაინის მინისტრთა კაბინეტში ასევე ჯანდაცვის მინისტრის პოსტი დაიკავოს.

ერთ-ერთი უკრაინულენოვანი გამოცემა "hromadske.tv" იუწყება, რომ პეტრო პოროშენკოს ბლოკმა განსაზღვრა თავისი კანდიდატურები მინისტრის თანამდებობებზე.

აღნიშნული კანდიდატურები საპარლამენტო ფრაქციის სხდომაზე წარადგინეს. სიაში სამი კანდიდატი უკრაინის მოქალაქე არ არის. მათ შორის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დასახელებულია ალექსანდრე კვიტაშვილის კანდიდატურა, რომელიც საქართველოში ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა