56 წლის მადონამ ექსტრავაგანტული ფოტოსესიისთვის მკერდი მოიშიშვლა

56 წლის მადონამ ექსტრავაგანტული ფოტოსესიისთვის მკერდი მოიშიშვლა

56 წლის მადონა, ჟურნალ Interview-ს ახალი ნომრის გარეკანზე მკერდმოშიშვლებული გამოჩნდა. მომღერალმა ექსტრავაგანტულ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც BDSM სტილში იყო გადაწყვეტილი. გადაღებებზე მადონამ Givenchy-სა და Agent Provocateur-ს სექსუალური საცვლები მოირგო. გარდა ამისა, ოთხი შვილი დედამ ცნობილ ილუზიონისტს, დევიდ ბლეინს ინტერვიუც მისცა, სადაც ნარკოტიკებსა და ქუჩის მხატვარ ბენქსიზე ისაუბრა.

"ახალგაზრდობაში ყველაფერი გავსინჯე, ადამიანები ფიქრობენ, რომ ნარკოტიკების მიღების დროს ღმერთს უახლოვდებიან. ეს ილუზიაა. საბოლოო ჯამში, ნარკოტიკები თქვენ გკლავთ. დიდი დრო გავკარგე იმაში, რომ ეს ყველაფერი საკუთარი ორგანიზმიდან გამომედევნა", - აღნიშნა მომღერალმა.

იხილეთ გალერეა

ჰარისა და მეგანის დაცვის ხარჯებმა კანადელები აღაშფოთა - "რატომ ფინანსდებიან უმდიდრესი ოჯახის წევრები ჩვენი ფულით?!"

სახლი "მილიონერების რაიონში", საკუთარი რესტორანი და კოსმეტიკური ბრენდი - როგორ ცხოვრობს თინა კანდელაკი

ქართველი ვარსკვლავები, რომლებმაც ორსულობისას შიშვლად იპოზიორეს