ალექსანდრე კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი გახდა

ალექსანდრე კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი გახდა

რადამ უკრაინის მინისტრთა ახალი კაბინეტი დაამტკიცა. როგორც "გაზეტა რუ" წერს, მთავრობის ახალი შემადგენლობის წევრია საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი. კვიტაშვილს უკრაინაშიც ჯანდაცვის უწყება ჩააბარეს.

მის გარდა უკრაინის მინისტრთა კაბინეტში კიდევ 2 უცხოელია. მათ შორის, ლიტველი აივარას აბრამავიჩუსი - ეკონომიკის მინისტრი, ამერიკელი ნატალია იარესკო კი ფინანსთა მინისტრი იქნება.

საგარეო საქმეთა მინისტრად რჩება პაველ კლინკინი, რომელსაც ეს თანამდებობა აქამდეც ეკავა. პოსტზე მის ხელახლა არჩევას მხარი 351 დეპუტატმა დაუჭირა. თანამდებობა შეინარჩუნა შს მინისტრმა არსენ ავაკოვმაც.

უკრაინის პრეზიდენტმა სამ უცხოელ მინისტრს, რადას მიერ დამტკიცებამდე უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა.

თუ მკვლელობა გაუმართლებელია, შეიძლება, არსებობდეს გამონაკლისი ლიდერებისთვის? - ბირთვული ომების შემზარავი შედეგები

რა პოსტი წაუშალეს დონალდ ტრამპს Facebook-მა და Twitter-მა?

"ფარმაცევტულ კომპანიებს კორონავირუსის ვაქცინის მილიონობით დოზა, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში ექნებათ" - ენტონი ფაუჩი