"შსს-ს შეუძლია, ასი ათასობით ადამიანს მოუსმინოს ისე, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგოს"

"შსს-ს შეუძლია, ასი ათასობით ადამიანს მოუსმინოს ისე, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგოს"

"შსს-ს შეუძლია, ასი ათასობით ადამიანს მოუსმინოს ისე, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგოს," - ეს განცხადება უტიაშვილმა თოქშოუ "არჩევანში" გააკეთა, სადაც ფარული მოსმენების სესახებ იყო მსჯელობა.

უტიაშვილის ინფორმაციით, რომ შსს-ში არსებობს დეპარტამენტი "ოტო", ანუ იგივე ოპერატიულ- ტექნიკური დეპარტამენტი, რომელიც მოსმენებს და მის ჩაწერებს ახორციელებს. უტიაშვილის განცხადებით, შენობაში შესვლა თითის ანაბეჭდით ხორციელდება და იქ მხოლოდ თანამშრომლების შესვლაა დასაშვები.

შოთა უტიაშვილის განცხადებით, "შეიძლება საგამოძიებო ორგანომ სასამართლოში მოიპოვოს ერთი ადამიანის ფარული მოსმენის უფლება, თუმცა, ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით სამინისტრომ ამ ერთ მოქალაქესთან ერთად, შეიძლება, ასი ათასობით ადამიანს ერთდროულად ისე მოუსმინოს, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგოს".

გადაცემის მსვლელობისას პირდაპირ ეთერში, პარლამენტის უმრავლესობის წევრი, ანი მიროტაძე ჩაერთო. რომელსაც შოთა უტიაშვილმა კითხვით მიმართა, სარგებლობდა თუ არა დეპუტატი Viber-ით.

"დიახ, მე ვიყენებ ამ პროგრამას. სავარაუდოდ, აღნიშნულ პროგრამას დეპუტატთა დიდი ნაწილი მოიხმარს. თუმცა, ეს იმიტომ არა, რომ პრივატული საუბრები ვაწარმოო. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ მოქალაქეთა უფლებები უნდა იყოს დაცული და მათ უკანონოდ არ უნდა უსმენდნენ," -აღნიშნა მიროტაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ