უკრაინას ახალი მინისტრთა კაბინეტი ჰყავს

უკრაინას ახალი მინისტრთა კაბინეტი ჰყავს

უკრაინას ახალი მინისტრთა კაბინეტი ჰყავს, რომელსაც მხარი უმაღლესი რადას 288 სახალხო დეპუტატმა დაუჭირა. ამის შესახებ "ლიგა.ნეტ" იუწყება."პეტრო პოროშენკოს ბლოკიდან" დეპუტატებმა ფინანსთა მინისტრად ნატალია იარესკო, ჯანდაცვის მინისტრად ალექსანდრე კვიტაშვილი, ეკონომიკის მინისტრად აივარას აბრომავიჩუსი, ინფრასტრუქტურის მინისტრად ანდრეი პივოვარსკი, განათლების მინისტრად სერგეი კვიტი, სოციალური პოლიტიკის მინისტრად პაველ როზენკო და სხვა კანდიდატები დაამტკიცეს.

მინისტრები გახდნენ "სახალხო ფრონტის", "რადიკალური პარტიის", "ბატკივშინას" მიერ წარდგენილი კანდიდატებიც. ასევე, პრეზიდენტ პოროშენკოს წარდგენით სტეპან პოლტორაკმა კვლავ თავდაცვის მინისტრის, პაველ კლიმკინმა კი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობები შეინარჩუნეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა