"რატომ ელტვის შოუმენობას, ანუ რას გვიპირებს ივანიშვილი?"

"რატომ ელტვის შოუმენობას, ანუ რას გვიპირებს ივანიშვილი?"

ტუბინგენის უნივერსიტეტის დოქტორანტი, რელიგიისმცოდნე ზელიმხან უძილაური ტელეგადაცემის თანაწამყვანობასთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის გეგმებს სოციალურ ქსელში აფასებს.

"ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ივანიშვილი, - არავითარ ეპითეტს არ მივაწერ მას, - გარკვეულ დისკურსს ანუ განსჯის ველს გვთავაზობ.სთავაზობს საზოგადოებას. იფიქრეს, იფიქრეს მისმა მრჩევლებმა და საბოლოოდ ტელეგადაცემა მოიფიქრეს საამისოდ. მერე კიდევ ცოტა იფიქრეს და ეს გადაცემა ცოტა გადაადებინეს ბ-ნ ივანიშვილს. ყველაფრიდან ჩანს, რომ ეს ნიუანსი ანუ დაუდგენელი ფუნქციის მოქალაქესთან ერთად მსჯელობის გაშლა სერიოზულ მიზანს ემსახურება და ძალიან უნდათ, რომ წარმატებული სტარტით დაიწყონ, თუმცაღა, წარუმატებლობაც მათ ამაზე ხელს ვერ ააღებინებს...

თავი რომ გავანებოთ მოქალაქის ძველ კონფლიქტებს ჟურნალისტებთან, ამასწინათ ყველა საღი მაყურებელითვის ცხადი შეიქნა, რომ მოქალაქე ჟურნალისტს ერთ არასასურველ სიტყვასაც კი არ ჩააგდებინებს საუბარში და თვით ისეთმა ჟურნალისტებმაც კი, რომლებსაც შეიძლება ყველაფერი დააბრალო, გარდა სააკაშვილისადმი კეთილგანწყობისა, შეშფოთება გამოთქვეს: თუ ასე გააგრძელა მოქალაქემ, მაშინ მას სალაპარაკოდ და ინტერვიუსთვის არავინ დაუჯდებაო.

მაშ რა სურს მას და რატომ ელტვის იგი შოუმენობას? მისი ხასიათი, მცდელობები და ცოტა ევროპული ისტორიაც რომ მოვიხმოთ, დავასკვნით შემდეგს: სავარაუდოდ, მრჩევლებმა გამოიცნეს, რაც სურს მათ პატრონს და შეიმუშავეს მოდელი, რომელიც მის მიზანს - 30 წლიან პახანობას(ამ ცნებას ვისესხებ ნიკოლოზ ვაშაკიძისგან) უნდა მოემსახუროს.

ესაა, არც მეტი არც ნაკლები, პოსტკოლონიზატორული დასავლეთის დისკურსული პოლიციის მოდელი, რომელიც პოსტსტრუქტურალისტმა მიშელ ფუკომ ამოიცნო კარგად და რომლის არსიც მდგომარეობს მოლაპარაკე სუბიექტებს შორის სუბორდინაციულ დამოკიდებულებაში. ეს ე.წ. დისკურსი თუ შოუ ფაქტიურად მმართველი ძალის განსჯის ველი იქნება და ვითომ მასთან მოკამათე სუბიექტების თვალსაზრისები დაემორჩილებიან გამორიცხვის კანონს. ეს მოდელი აპრობირებულია და განს. 60-იან წლებამდე შესანიშნავად იცავდა კოლონიზატორულ ინტერესებს, რათა ძალაუფლების ადეპტებს კოლონიზირებული სამყაროდან მხოლოდ დაქვემდებარებული აქტუალობები მიეღოთ ნაცვლად სერიოზული ჭიდილისა და წინააღმდეგობისა..

ივანიშვილთანთანაც შეკამათება მხოლოდ დაქვემდებარებული, გამორიცხვადი პოზიციებიდან შეიძლება.

რასაკვირველია, ამდენს თვითონ მოქალაქე ვერ მოახერხებს, თვითონ ერთგვარი ძრავის როლი იკისრა ამ პოსტკოლონიზატორულ ღონისძიებაში და მთავარი, გამწევი საქმე, როგორც ჩანს, მის მიერ მომზადებულ ექსპერტებს(30 ცალ გენიოსა უსუფაშვილს) დაეკისრებათ. ისინი შექმნიან დისკურსის ველისთვის საჭირო თეორიულ საფუძვლებს ანუ ეს ექსპერტების გუნდი ფაქტიურად აზრის პოლიციის, დისკურსული პოლიციის ფუნქციას შეასრულებს.

ვერაფერს იტყვი კაცი, კარგი დაგეგმილია. მეთოდიც აპრობირებულია და რუსული კი არა,დასავლურია, რბილია, ამიტომ ბევრს დააბნევს და გააბამს მახეში, მათ შორის ინტელექტუალ-ლიბერალების წრიდან.

იქნებ რამე გაუგებრად ვთქვი? ცოტა ხომ არ დამე - ფუკა ჩემი მოსაზრება? :)

მოკლედ, მომავალი 30 წლის განმავლობაში ივანიშვილი აპირებს პოლიციური დისკურსის და მსგავსი მეთოდების გამოყენებით პოსტკოლონიზატორულად გვმართოს, რაც ფაქტიურად ქვეყნის მის პირად კოლონიად გადაქცევას ნიშნავს", - წერს უძილაური.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით თოქ-შოუ ეთერში სავარაუდოდ 2015 წლის დასაწყისში გავა. როგორც პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს (რომელიც გადაცემის მომზადებაში მონაწილეობს) ტელეკომპანია GDS-ისთვის მოდიფიცირების პროცესის გადადება არაფერს ცვლის.

"მოდიფიცირების პროცესი დრობით გადაიდო და არა სამუდამოდ. თოქ-შოუ ეთერში მაშინ გავა, როდესაც არხის საერთო ტელემაუწყებლობაზე მოდიფიცირება მოხდება", - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, თოქ-შოუს გასვლა სავარაუდოდ, ახალი წლის შემდეგ იგეგმება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ GDS TV-ის სამაუწყებლო ლიცენზიის მოდიფიცირების პროცესი დროებით შეაჩერა. როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, მიმდინარეობდა ტელევიზიის "გასართობი" ტელემაუწყებლობიდან საერთო ტელემაუწყებლობაზე მოდიფიცირების პროცესი, რომელიც თავად ტელეკომპანიის განცხადების საფუძველზე შეჩერდა. GDS-ში განმარტავენ, რომ მათი მოთხოვნა ტექნიკურმა მიზეზებმა განაპირობა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს