უკრაინის მინისტრთა კაბინეტის უცხოელი მინისტრები უკრაინულ ენას შეისწავლიან

უკრაინის მინისტრთა კაბინეტის უცხოელი მინისტრები უკრაინულ ენას შეისწავლიან

უკრაინის მინისტრთა კაბინეტის უცხოელი მინისტრები, რომლებმაც უკრაინის მოქალაქეობა მიიღეს, უკრაინულ ენას შეისწავლიან, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, არსენი იაცენიუკმა ახალი მინისტრთა კაბინეტის პირველი მთავრობის სხდომის გახსნისას განაცხადა.

"მინდა მივესალმო ახალ მინისტრებს, განსაკუთრებით იმ მინისტრებს, რომლებმაც მიიღეს უკრაინის მოქალაქეობა და აქ იმუშავებენ. მადლობელი ვარ თქვენი სურვილისთვის, რომ მოქალაქეობის მიღების გარდა, აპირებთ შეისწავლოთ უკრაინული ენა", -განაცხადა იაცენიუკმა.

უკრაინის მინისტრთა კაბინეტში სამი უცხოელია. ჯანდაცვის მინისტრის პოსტი საქართველოს ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ალექსანდრე კვიტაშვილმა დაიკავა, ფინანსთა მინისტრად ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, ნატალია იარესკო დაინიშნა, ხოლო ლიტველმა აივარას აბრომავიჩუსმა ეკონომიკის მინისტრის პოსტი ჩაიბარა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა