ნუკიმ ყველაფერი გაამხილა - სექსსიმბოლოს თავის მოვლის ყველა მეთოდი და გამომწვევი ფოტოები

ნუკიმ ყველაფერი გაამხილა - სექსსიმბოლოს თავის მოვლის ყველა მეთოდი და გამომწვევი ფოტოები

ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ყოველთვის ფორმაშია. როგორ ახერხებს ამას, თავად ნუკი გიამბობთ.

- ნუკი, როგორ ახერხებთ მუდმივად ფორმაში ყოფნას?

- ეს თქვენ გეჩვენებათ ალბათ ასე, თორემ მეც ვიმატებ და ვიკლებ წონაში. ძალიან კარგია უზმოზე შვრიის ფაფა ხილთან ერთად. ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. სახის კანისთვის ძალიან კარგია მჭადის ფქვილის სკრაბი, ბევრი ხალხური მეთოდით მისარგებლია. ჩემს გარდა ჩემი ოჯახის ყველა წევრი წიწკვია, მე ვარ ისეთი, განში გავდივარ. როგორც კი მოვიმატებ, განტვირთვის დღეებს ვაწყობ. ცუდია უკიდურესობაში გადავარდნა. ჯობია თავიდანვე რეჟიმში ვიყოთ და სწორად ვიკვებოთ, ვიდრე სასტიკ დიეტაზე. მე ხორცისტი ვარ, ხორცის გარეშე არ შემიძლია, განტვირთვის დღეებში მხოლოდ მოხარშულ ქათამს, კიტრს და იოგურტს მივირთმევ. შიმშილი და კალორიების დათვლა არ შემიძლია. ვისაც აწუხებს ჭარბი წონა, ჯობია ახლა მიხედოს და ნელ-ნელა მიაღწიოს სასურველ შედეგს.

იხილეთ ფოტოგალერეა

- ცელულიტი თუ გაქვთ და როგორ ებრძვით მას?

- ადგილებზე. ქალი, რომელიც იტყვის, ცელულუტის პრობლემა არ მაქვსო, ან ან სუპერმოდელია, ან მატყუარა. მეც მაწუხებს ცელულიტი. ვერ ვიტყვი, რომ ისეთი ცელულიტი მაქვს, ვერ გავივლი-თქო, მაგრამ მაქვს ისეთი, რომელსაც თქვენც დაინახავთ. ცარიელი ბოთლი ფანტასტიური საშუალებაა ცელულიტის მოსაშორებლად. უბრალოდ, უნდა ირტყა პრობლემურ ზონებში ჩვეულებრივი პლასტმასის ბოთლი.

- სტრიებიც გაქვთ?

- სხვათა შორის, გამიქრა სტრიები, იმიტომ რომ ერთ წელიწადში გავიზარდე და რომ გავიწელე, მაშინ გამიჩნდა. ნაკლი ყველას გვაქვს. სტერეოტიპები, რომ მოდელები არიან იდეალურები, სისულელეა. ყველაფერი გაკეთებული არის ყალბი, ჯობია ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიცხოვროთ, რომ შინაგანად ვიყოთ სუფთა და ჯანმრთელები, რაც მთავარია. თუ შინაგანად ვიქნებით ჯანმრთელი, ერთი-ორი სტრია არაფერს დაგვაკლებს.

- სავარჯიშო დარბაზებში დადიხართ?

- ვცდილობ ვიარო, მაგრამ სირბილთან ვერ ვმეგობრობ. მიჭირს, ვქოშინებ, მიყვარს იოგა და სხვანაირი დატვირთვა. კი შემიძლია მოგატყუოთ და ვთქვა, რომ სულ ვვარჯიშობ, მაგრამ ასე არაა.

- თმას როგორ უვლით?

- ჩემი საიდუმლო ისაა, რომ სალონებს უარვყოფ. არც ვიღებავ და არც ვივარცხნი სალონში. ზუსტად ვიცი, რომ სალონში შეიძლება ვიღაცას კლიენტი ჰყავდეს, ეჩქარებოდეს სადღაც და დაგწვას. შენ თვითონ მაინც უკეთესად იკეთებ. მე მაქვს დაგრძელებული თმა და ეს პრობლემური ზონაა, ვცდილობ სხვადასხვა ზეთებით და ნიღბებით გავაჯანსაღო. თმის უთოს და ფენს არ ვიკარებ.

- ცნობილია, რომ 7 წლიდან იღებავ თმას...

- კი, ბავშვობიდან ვიღებავ. მაშინ უბრალოდ წითურ ხნას ვიდებდი თმაზე, მერე გარდატეხის ასაკში, პროტესტი როცა გაქვს, ხან მწვანე ვიყავი, ხან წითელი, ხან ლურჯი. მერე ქერად შევიღებე, მაგრამ დამიწვეს თმა იმ დონეზე, რომ იძულებული გავხდი, დამეგრძელებინა.

- ინტერნეტში გავრცელებულია შენი ფოტო, რომელიც გარდატეხის ასაკში გაქვს გადაღებული, რადიკალურად ხარ შეცვლილი, რა გააკეთე ამისთვის?

- ბევრმა დაწერა პლასტიკურ ქირურგიას მიმართაო. არაფერი გამიკეთებია, გამბედაობა არ მქონია. გარდატეხის ასაკში ხან მარჯვენა ყური გეზრდება, მერე ფეხი და ა.შ. მაგრამ მაინც არ ვიყავი უკმაყოფილო საკუთარი გარეგნობით. დარწმუნებული ვიყავი, არა მიშავდა რა. ბებიამ მითხრა, ქალი ყველაზე ლამაზი 25 წლის მერე არისო და მგონი ასეა, რადგან იხვეწები.

- ცნობილია, რომ ბავშვობაში კანფეტების დიეტით საკმაოდ დაიკელით წონაში...

- ეს გარდატეხის პერიოდის პრობლემაა. როცა ყველას გახდომა უნდა. შეყვარებული ვიყავი და გახდომა გადავწყვიტე. კანფეტების დიეტა დავიწყე და ათ დღეში ათი კილო დავიკელი. მას შემდეგ აღარ მომიმატია, მაგრამ ჯანმრთელობა დავიზიანე. დღეში 2 კოლოფ კანფეტს ვჭამდი.

- მკერდის ფორმის შესანარჩუნებლად ან გასაზრდელად ხშირად მიმართავენ მასაჟებს და სხვადასხვა მეთოდებს, თავად თუ მიმართავთ ამას?

- მასაჟებს იკეთებენ? რა სასაცილო სანახაობა იქნება მკერდის მასაჟი. ჯერჯერობით არ დამჭირვებია. ან შეიძლება მჭირდება და არ ვიცი. მგონია, რომ საშიშია მკერდის მასაჟები. რადგან მკერდი ბომბაა და ფრთხილად უნდა ვიყოთ.

- მაკიაჟს მხოლოდ გადაღებებზე იკეთებთ?

- მიყვარს მაკიაჟი, მაქვს ჩემი სუნდუქი, გიჟივით დილა რომ თენდება, ვიწყებ მაკიაჟის კეთებას, რომ ვიყო სიმპატიური. დედაჩემი სულ მეხუმრება, 14 სართულიან კორპუსს იდებ სახეზეო. მიყვარს ფენაფენა ე.წ. კიმ კარდაშიანის მაკიაჟი. აქ რომ დაითხელებ, იქ რომ მოიმატებ გრიმს.

- რას ურჩევთ მანდილოსნებს?

- სოფი ლორენმა თქვა, მე მაქვს დიდი პირი, მოკლე ფეხები, ვერ შევედი "მის იტალიის" ოცეულში, მაგრამ იმდენად მჯერა, რომ ლამაზი ვარ, ამაში დავარწმუნე მთელი სამყაროო. დაიჯერეთ, რომ ხართ ყველაზე ლამაზები და იყავით საინტერესოები, იმიტომ რომ სილამაზე მალე მიდის, საინტერესო ადამიანი კი ყოველთვის ლამაზია.

იხილეთ ფოტოგალერეა

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს