რის გამო მიატოვა ლიკა ლაბაძემ საქართველოში წარმატებული ცხოვრება

რის გამო მიატოვა ლიკა ლაბაძემ საქართველოში წარმატებული ცხოვრება

ლიკა ლაბაძე ეკრანიდან გაუჩინარების შემდეგ სწორედ ''რეიტინგმა'' აღმოჩინა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მკითხველს მისი გადაწყვეტილების შესახებ მოუთხრო. ახლა კი ლიკა თავად ვრცლად გვიყვება, რატომ გადაწყვიტა საქართველოში წარმატებული და აწყობილი ცხოვრების ორი წლით დატოვება და როგორ ჩააბარა ნიუ-იორკის დრამატული ხელოვნების, კინოსა და ტელევიზიის კონსერვატორიაში, რომელიც 10 წელია ფუნქციონირებს და თეატრის ახალგაზრდა ცნობილი მსახიობები გამოზარდა.

- რატომ გაასაიდუმლოე ნიუ-იორკში გამგზავრების ამბავი?

- არ მიყვარს წინასწარ რაღაცის გამხელა, სანამ ყველაფერი ისე არ მოგვარდება, როგორც მე მინდა. ვიფიქრე, ჯობდა, არ მეთქვა, სად ვაპირებდი გამგზავრებას. ხშირად ქართველებს სჩვევიათ ფაქტებზე ნეგატიურად გამოხმაურება. ჩემი გეგმების შესახებ მხოლოდ ახლობლებმა იცოდნენ. თანაც, ჯერ ისეთს არაფერს ვაკეთებ, რომ ხმამაღლა სალაპარაკო იყოს.

- ძალიან ბევრ ადამიანს გაუჭირდებოდა შენნაირი ცხოვრების დატოვება და სასწავლებლად უცხოეთში წასვლა.

- ერთხელ ასეთი მასშტაბის არა, მაგრამ საკმაოდ დიდი ცვლილება გავიარე ცხოვრებაში, როცა ბალეტს თავი დავანებე და ტელევიზიაში გადავინაცვლე, იქ, სადაც არავინ მიცნობდა. რაც გულ-ში გაქვს, აუცილებლად უნდა გააკეთო და არ დაიშურო არანაირი ძალისხმევა. ყოველთვის მინდოდა, მესწავლა ნიუ-იორკში, სამსახიობო განხრით. წლების განმავლობაში ვფიქრობდი და ძალიან ბევრი სირთულე გავიარე, რომ ამ კონსერვატორიაში მოვხვედრილიყავი. წამოსვლის წინ მქონდა შანსი, თბილისში ჩემი ცხოვრება სულ სხვა გზით წამეყვანა. ქართული პერსპექტივიდან ეს კარგი შესაძლებლობა იყო, თუმცა არ დავაკონკრეტებ, რაზე ვლაპარაკობ. მართლა დავტოვე აწყობილი ცხოვრება და პრაქტიკულად, ყველაფერი ნულიდან დავიწყე, ახალ პრო ფესიას შევეჭიდე. ამან დიდი აზარტი შემმატა. მომავალში არ მინდოდა მენანა, რომ მსახიობობა მსურდა და არ ვცადე.

- ინგლისური კარგად იცოდი?

- მეგონა, რომ კარგად ვიცოდი (იცინის). რამდენჯერაც ამერიკაში გასტროლებზე ვყოფილვარ, ყველა მეკითხებოდა, რა კარგად ლაპარაკობ, აქ ხომ არ გიცხოვრიაო, ამიტომაც მეგონა, ამ მხრივ პრობლემა არ მექნებოდა. თქვენ წარმოიდგინეთ, სწორედ ენა იყო პირველი ორი თვე ჩემი ყველაზე დიდი ბარიერი. ჩემს კლასში ბევრი სხვადასხვა შტატის წარმომადგენელია და თავიანთი აქცენტები აქვთ. მათი გაგება თავიდან მიჭირდა, პედაგოგებისგან განსხვავებით, რომლებიც შედარებით გასაგები ამერიკული ინგლისურით ლაპარაკობენ. პირველი ეტაპი პირის აპარატის შესწავლას მოვანდომე, რადგან ლ, რ, თ სულ სხვანაირად გამოითქმის. აქ სწორ გამოთქმებზეა საუბარი, არ მინდა, აქცენტი მქონდეს და გამოცდაზე ამის გამო ქულები დამაკლდეს.

- არ მახსოვს, როდისმე რომელიმე ინტერვიუში გეთქვა, რომ მსახიობობა გინდოდა.

- რატომღაც ეს სურვილი მიყუჩებული მქონდა ჩემთვის. თეატრალურში ჩაბარება მინდოდა, მაგრამ ამისთვის დრო არ მყოფნიდა. მსახიობობა ძალიან ღრმა პროფესიაა და აქ კიდევ უფრო გავითავისე, რომ ის ცალკე ფილოსოფიაა. საქართვე ლოში ორ ფილმში მივიღე მონაწილეობა, ვხვდებოდი, რომ ჩემში იყო ეს პოტენციალი, რომლის განვითარებაც მსურდა. ახლა ვიცი, რომ ნამდვილად მივაგენი ჩემი ცხოვრების საქმეს.

- როგორი სწავლების მეთოდია ამერიკაში?

- ამერიკაში მსახიობობას სტანისლავსკის სისტემაზე დაყრდნობით ასწავლიან. ორი სამსახიობო კლასი გვაქვს, გავდივართ სცენებს პიესებიდან, ოღონდ სხვადასხვა, ერთმანეთისგან განსხვავებული მეთოდით. ყველაფერი დაფუძნებულია შენს ინსტინქტებზე, ძალიან კარგი მასწავლებელი მყავს, რომელიც ცდილობს, ყველანაირი სიყალბე მოგვაშოროს და გულწრფელი გრძნობები მიიღოს ჩვენგან. გავდივართ ხმისა და მეტყველების კურსს, ანატომიურად შევისწავლეთ, რა პროცესს გადის ბგერა ორგანიზმში, ამის შემდეგ გადავედით ძალიან საინტერესო ეტაპზე, რაც ჩემთვის აქამდე უცნობი იყო - ჟანრების მიხედვით როგორი ხმით უნდა იმეტყველოს მსახიობმა. აქ მიიჩნევენ, რომ ხმასა და მეტყველებას შესრულების 40% უკავია. გვაქვს მოძრაობისა და ცეკვის კლასიც, სადაც ყველაზე თავისუფლად ვგრძნობ თავს, თუმცა აქაც მეტყველებასთან ერთად ვსწავლობთ მოძრაობას. არის იმპროვიზაციის გაკვეთილიც და ასევე გვასწავლიან კინოს ისტორიას.

- არ იღლები?

- ძალიან დიდი დატვირთვაა ნამდვილად. მეგონა, მარტო მე გამიჭირდებოდა, რადგან აქაური არ ვიყავი, მაგრამ მცირე ხნის წინ ჩატარებული ჩათვლები ყველასთვის სტრესული აღმოჩნდა, მე ყველაზე ნაკლებად ვინერვიულე, რადგან საკმაო გამოცდილება მაქვს მიღებული. ვგრძნობ, რომ ყველაზე მეტად მე შემიძლია თავის ხელში აყვანა და ნერვიულობის გადალახვა.

- ლიკა, საქართველოში დაბრუნებას აპირებ მანდ მიღებული ცოდნით თუ ამერიკაში გეგმავ დარჩენას?

- ასე წინ გახედვა არ მიყვარს. ჩემი მიზანია, ჩემი თავი გამოვწვრთნა და ვნახო, რა შემიძლია და რა - არა. ჯერჯერობით მთლიანად სწავლაში ვარ ჩართული. თუ საჭიროა, ცხოვრება ამა თუ იმ მიმართულებით თავად წაგიყვანს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება