"მოსკოვში უნდა გაუშვა ესენი, ბრძენ პუტინთან და აი მაშინ, მართლა გავბრწყინდებით" - ილია ვაშაკიძე

"მოსკოვში უნდა გაუშვა ესენი, ბრძენ პუტინთან და აი მაშინ, მართლა გავბრწყინდებით" - ილია ვაშაკიძე

მღვდელ-მონაზონი ილია ვაშაკიძე სოციალურ ქსელში საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგი წმინდის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მოძღვრის მამა გიორგი (პავლოვის) "youtube"-ზე გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს აქვყნებს, სადაც ის საქართველოსა და მსოფლიოზე "წინასწარმეტყველებს". ილია ვაშაკიძე წერს, თუ "როდის გაბრწყინდება საქართველო".

"მე ვიცი, საქართველო როდის გაბრწყინდება: აი ეს პავლოვი თავისი სიზმრებით, ბასილი ახვლედიანი, ილია ჩიკვაიძე, ნიკოლოზ მაქარაშვილი, ილარიონ სამხარაძე, დავით ისაკაძე და მთელი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი და კიდევ რა მოსთვლის, მოსკოვში უნდა გაუშვა ბრძენ პუტინთან და აი მაშინ, მართლა გავბრწყინდებით. აი ის ჟურნალი კიდევ, რა ქვია? თავში სახლელი "ქვაკუთხედი", ბოტკოველი და ჟოზეფინაც ზედ უნდა მიაყოლო და იმსჯელონ იქ თავიანთ სუპერ-ადეკვატურობაზე. მართლა გულწრფელად ვამბობ, ცოდო არიან ფსიქიურად დაავადებული ხალხი სათანადოდ კვალიფიციური ფსიქიატრიული მკურნალობის გარეშე. ამ ვითომ ბერი გიორგი პავლოვის შემხედვარე სერიოზულად მიჩნდება აზრი საქართველოს საპატრიარქოს ყველა მღვდელმთავარმა და მღვდელმა სასწრაფოდ გავიაროთ ფსიქიატრიული ექსპერტიზა, შემოვდივარ ამ წინადადებით, ზოგმაც კიდევ პროქტოლოგიურ-ბალისტიკურიც. წაგვლეკეს ამ ჭკუანაღრძობებმა. ღმერთმა გვიშველოს.

რასაა რომ დავემსგავსეთ, ხალხო?! სამხარაძის და მაქარაშვილის ვიდეოებს რომ უყუროთ, ღმერთო გვიშველე, რელიგიური ბასტი-ბუბუა. ერთმანეთს წმიდანებად აღიარებენ და მერე თან სტალინს ადიდებენ", წერს ილია ვაშაკიძე.

კახა კალაძე "სინოფარმით" აიცრა - "უხილავ მტერთან ბრძოლის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა"

დღის ფოტო: კორპუსზე გაშენებული გლიცინია - ვინ დარგო მცენარე, რომელიც შენობის მთელ ფასადს ამშვენებს

"ყვირილი გავიგონე და არ ჩანდა ბავშვი, მივვარდი ჭას, ახდილი ქონდა თავი და იქვე გავქვავდი..." - რას წერს დედა, რომელსაც 8 წლის შვილი საკანალიზაციო ჭაში ჩაუვარდა