ქართველი დიზაინერი მამაკაცებს ქუსლებზე შეაყენებს და ფრთებს მიამაგრებს

ქართველი დიზაინერი მამაკაცებს ქუსლებზე შეაყენებს და ფრთებს მიამაგრებს

გიორგი ხაჭაპურიძეს ''რეიტინგი'' სხვა კუთხით გაგაცნობთ, თუმცა გასულ კვირას ინტერნეტმედია აჭრელდა სათაურებით, რომ ახალგაზრდა ქართველმა დიზაინერმა დიმა ბილანის კოსტიუმებზე იმუშავა. რეალურად კი ჩვენმა რესპონდენტმა ორი წელი იცხოვრა მოსკოვში და მისი ესკიზების მეშვეობით, ბილანს ორი კოსტიუმი შეუკერეს ახალი კლიპისთვის, რომელიც იანვარში გამოვა.

მოსაყოლი ბევრი დაუგროვდა, რადგან საქართველოში გაცილებით საინტერესო გეგმები აქვს.

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ბავშვობიდან ვხატავდი, განსაკუთრებულად მიყვარდა ესკიზების გაკეთება. ოთხი წელი თავდაცვის სამინისტროში, ლოჯისტიკის განყოფილებაში ვიმუშავე, 2012 წლამდე, ბაჩო ახალაიას პერიოდში. კონტრაქტი რომ დამიმთავრდა, აღარ გავაგრძელე. სამსახურის დატოვების შემდეგ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების შემოვლა გადავწყვიტე და ბელორუსიაში გავემგზავრე, იქ მეგობრები მყავდა. შემდეგ არალეგალურად გადავედი მოსკოვში, სადაც დიზაინერ ნანუკა მაისურაძის სამკერვალოში დავიწყე მუშაობა.

- რამდენი წელი იცხოვრე იქ?

- ორი წელი, და პერიოდულად ჩამოვდიოდი ოჯახის სანახავად. მოსკოვში ყოფნისას ერთ-ერთი ქართველი ბიზნესმენი დაგვიკავშირდა. ის კაცი ცნობილი სახეა, მოსკოვში თბილისობა რომ ჩაატარეს, მაშინაც გამოჩნდა...

- ვისზე ლაპარაკობ?

- არ დავაკონკრეტებ. მე და ნანუკას მოგვადგა და გვითხრა, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უნდა გვეთქვა და კარგად ვიცხოვრებდით, მე მოგხედავთო. თუ მოქალაქეობაზე უარს ვიტყოდით, ამ თემას კარგად გააპიარებდა. ვფიქრობ, მის უკან ვიღაც რუსი იდგა. მე უარს ვერ ვიტყოდი იმ მიწაწყალზე, სადაც ცოცხალი წმინდანი, ჩვენი პატრიარქი დააბიჯებს. ამის გაკეთება არანაირ თანხად არ მიღირდა. ამის შემდეგ ქვეყანა დავტოვე, იქ ჩასვლის სურვილიც აღარ მაქვს. უარი ვუთხარით და დაგვემუქრა. ახლა ის სამკერვალო დაკეტილია, ნანუკაც ჩამოვიდა. იმ საღამოსვე უარით გავისტუმრეთ, მაგრამ ერთი კვირა მაინც მოგვცა, სხვანაირად მოსკოვში ვერ გაჩერდებითო.

- მანამდე იყო შენს კარიერაში სა­ინტერესო შემთხვევა, როდესაც შენი ესკიზებით დიმა ბილანს სამოსი შეუკერეს და კლიპში გამოიყენეს.

- ამ თემით ხალხი დაიღალა. ჩემმა მეგობარმა აჩვენა ჩემი ესკიზები ბილანის იმიჯმეიკერს და შეისყიდეს. ფულს არ ვიღებდი, საჩუქრად მინდოდა, მაგრამ თანხა მაინც გამომიგზავნეს. თავად შეკერეს, ძალიან ძვირფასი ნაჭრები გამოიყენეს. მზა კოსტიუმები ვნახე და ძალიან მომეწონა.

- საქართველოში როდის დაბრუ­ნდი?

- ორი თვეა, აქ სამკერვალოს გახ­სნას ვაპირებ. იანვარში ''ვიქტორია სი­კრეტისეული'' სკანდალური ჩვენების გამართვას ვგეგმავ, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ პოდიუმზე ქალის სამოსში გამოწყობილი ბიჭები გამოვლენ. არაორდინარულ სამოსს ვქმნი და ჟილეტებზე ვაკეთებ აქცენტს. სცენაზე ტრუსებში ჩაცმული დაკუნთული ბიჭები გამოვლენ, ფრთებით, ''შპილკებზე'' იდგებიან და ჟილეტებიც ეცმევათ. ჩამქოლავენ...

- ესაუბრე უკვე მოდელ ბიჭებს?

- კი და არ ჰქონიათ პრობლემა. საინტერესო მაკიაჟი ექნებათ გაკეთებული და ვფიქრობ, ერთ ცნობილ მომღერალ ბიჭსაც დავითანხმებ, კარგი ტან-ფეხი აქვს. შეიძლება, ქუსლებზე ვერ დავაყენო, მაგრამ ფრთებით მაინც გამოვა.

- ეს ჩვენება სერიოზულ სკანდალს გამოიწვევს და შეიძლება, მოდელები გეებადაც მოიხსენიონ...

- არა, მიუხედავად ჩაცმულობისა, ტრადიციული ბიჭები იდგებიან სცენაზე, აი, ისეთები, ქუსლებს რომ ტეხავენ. ქალბატონებისთვის კარგი სანახაობა იქნება, როდესაც ტრუსებში ჩაცმული მამაკაცები სცენაზე გამოვლენ.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება