თბილისის "დინამომ" ჩისკოს გოლით საქართველოს სუპერთასი მოიგო

თბილისის "დინამომ" ჩისკოს გოლით საქართველოს სუპერთასი მოიგო

11 დეკემბერს "დინამო არენაზე" 2013/14 წლების სეზონის სუპერთასის თამაში გაიმართა ჩემპიონ თბილისის "დინამოსა" და თასის ფინალისტ საჩხერის "ჩიხურას" შორის.

საჩხერელებს ანგარიშში დაწინაურების ბრწყინვალე შანსი მიეცათ, როცა "დინამოელებმა" "ჩიხურას" ფეხბურთელი საჯარიმოში მოცელეს, მაგრამ 58-ე წუთზე თემურ ღონღაძემ პენალტის ნიშნულიდან ბურთი კარს გადააცილა.

91-ე წუთზე ცინცაძის ჩაწოდებული საჯარიმოში თავით მცველმა მოიგერია, თუმცა იქვე დადარაჯებულმა ჩისკომ თავით გადაუგდო ბურთი წინ გამოსულ მეკარეს - 1:0.

სუპერთასი "დინამოსია" , ხოლო გამარჯვების გოლის შემდეგ ესპანელმა კაპიტანმა ცრემლი ვერ შეიკავა, ის ხომ პროფესიულ კარიერას ასრულებს და "დინამოში" უკანასკნელი მატჩი ითამაშა.

ნახეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია