ფოთში პოლიცია რეიდებს ატარებს

ფოთში პოლიცია რეიდებს ატარებს

ფოთში პოლიციის რეიდები მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მანქანები ქალაქის ქუჩებში გადაადგილდებიან. შემოწმებას ნიღბიანი, ჯავშანჟილეტებითა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირებიც აწარმოებენ. ისინი ავტომანქანების მძღოლებს აჩერებენ, მათი ვინაობით ინტერესდებიან, დოკუმენტაციას თხოვენ და საბარგულებს ამოწმებენ.

მსგავსი რეიდები ფოთში 2 თვის წინაც გახორციელდა. თუ რას უკავშირდება შემოწმებები, ამის შესახებ კომენტარს ფოთის პოლიციაში არ აკეთებენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ