"თუ ამას დროზე არ ეშველა, ივანიშვილის ГРУზია გაიმარჯვებს" - რა იწვევს დეფის ზიზღს "სამარცხვინოდ სასაცილო "ოცნების" ეპოქაში"

"თუ ამას დროზე არ ეშველა, ივანიშვილის ГРУზია გაიმარჯვებს" - რა იწვევს დეფის ზიზღს "სამარცხვინოდ სასაცილო "ოცნების" ეპოქაში"

ჩვენს ცხოვრებაში ბევრი მძიმე პრობლემა ერთად იყრის თავს, რომელიც ყველას გვაწუხებს: ეს არის ეროვნული ვალუტის დევალვაცია, თბილისის ქუჩებში საცობი და მათხოვრები, უმუშევრობა, პროდუქტებზე ფასების ზრდა და კიდევ ბევრი წვრილმანი თუ მსხვილმანი საკითხი, რაზეც ადამიანები წუხან, "ფეისბუქის" პირად გვერდებზეც ხშირად საკუთარ მოსაზრებებს აქვეყნებენ, თუმცა პრობლემები პრობლემებად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ მათგანზე მთავრობას, როგორც ყოველთვის, ერთ და იგივე პასუხი აქვს - ვმუშაობთ, საკითხს გავიხილავთ, თუმცა ფაქტი კი სხვა რამეზე მეტყველებს.

ამჯერად რამდენიმე პრობლემურ საკითხზე დავით დეფის გავესაუბრეთ.

- როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ლარის ასეთ დაკნინება?

- რა თქმა უნდა, დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების გამაოგნებელმა არაკომპეტენტურობამ. ორჯერ გარღვეული ბიუჯეტი და მათი უტიფარი, გნებავთ, გაყეყეჩებული უვიცობა ამის ნათელი მაჩვენებელია.

- ლარის დევალვაცია - როგორ მოქმედებს პირადად თქვენს ბიუჯეტზე?

- ცუდად. ჩემი ბიუჯეტი არც ისე დიდია და ის ყოველთვის ასეთი იყო, - ყოველთვის მცირედით ვკმაყოფილდებოდი, მაგრამ ახლა შევარდნაძისდროინდელი კოშმარის მსგავსი და უფრო კარიკატურულია - სამარცხვინოდ სასაცილო "ქართული ოცნების" ეპოქა.

- თქვენი აზრით, კონკრეტულად, ვინ არის ამ ეკონომიურ ქაოსში დამნაშავე?

- უშუალოდ ხელისუფლება, ვისაც ევალება ასეთი საფრთხეების გათვლა, მაგრამ როცა ფინანსთა მინისტრი ჯერ კიდევ ოქტომბერში მის მიმართ დასმულ კითხვებზე პასუხობდა: ასეთი რამ მოსალოდნელი არ არისო, - ეს სხვას რას უნდა მიმანიშნებდეს, თუ არა სრულ მმართველობით კატასტროფას. ასე ხდება შეგნებულად დაკნინებულ და შეგნებულად გაღარიბებულ, დაკომპლექსებულ საზოგადოებაში. ასეთი საზოგადოება ყველაფერს ეჩვევა და არაფერი ახსოვს. ის სამართავად ადვილია.

- დღევანდელ პრობლემებს მძიმე ტვირთად აწევს გზებზე საცობი, რომელიც თანამედროვე თბილისის "ღირსეული" მონაპოვარია... რა იწვევს, როგორ ფიქრობთ მას და როგორ უნდა განიტვირთოს მოძრაობა თბილისში? თავად თუ დადიხართ ავტომანქანით?

- მანქანა მე არ მაქვს, მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს. აუცილებლად უნდა დამთავრდეს შემოვლითი გზის მშენებლობა. გამოსავალი ესაა... მაგრამ მარტო ავტო-მოძრაობა არა, ქვეყანაა მენტალურ ხერგილში გაჩხერილი. ასე მომაკვდინებლად გაშეშებული და ლპობისკენ წასული ქვეყანა დროზე უნდა გამოფხიზლდეს და კარგად გაარკვიოს, კარგად დაინახოს, სად იყო და სად არის ახლა. უნდა განასხვავოს, რა არის მოძრაობა და რა არის ოცნება. თუ ამას დროზე არ ეშველა, ივანიშვილის ГРУზია გაიმარჯვებს, მე კი მინდა, ევროპულმა საქართველომ გაიმარჯვოს, - არამეოცნებე საქართველომ.

- პროდუქტებზე ფასები იზრდება, - ეს რა რეაქციას იწვევს თქვენში?

- ზიზღს!

- ქუჩაში მათხოვრები? ამ საშინელებას ანუ უმუშევრობას და უპოვრობას როგორ უნდა დაუპირისპირდეს ქვეყანა?

- მხოლოდ განათლებით. მხოლოდ განათლებაა ჭეშმარიტება. განათლება გვათავისუფლებს. მათხოვარისთვის ფულის მიცემაც და ფულის არმიცემაც ერთნაირად ამაზრზენია ჩემთვის და ორივე შემთხვევაში, ფარისევლობაა. მათხოვრები არ უნდა არსებობდნენ, ისევე როგორც არ უნდა ოცნებობდე - უნდა მოძრაობდე.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია