ანჯელინა ჯოლის ჩუტყვავილა აქვს

ანჯელინა ჯოლის ჩუტყვავილა აქვს

ანჯელინა ჯოლის რამდენიმე დაგეგმილი ღონისძიების გაუქმება მოუხდა, რომელიც მის ახალ ფილმთან Unbroken-თან იყო დაკავშირებული. ფილმი მეორე მსოფლიო ომის დროს, ოლიმპიური მორბენალის ლუის ზამპერინის იაპონიაში ტყვეობაზეა. ღონისძიების გაუქმების მიზეზი ჩუტყვავილაა, რომელიც მსახიობს შეეყარა. მომხდართან დაკავშირებით, ანჯელინა ჯოლიმ ვიდეო მიმართვა ჩაწერა, სადაც საკუთარ ავადმყოფობაზე საუბრობს და თაყვანისმცემლებს ბოდიშს უხდის.

”მინდა გულწრფელი ვიყო, ამიტომ განვმარტავ, რატომ ვერ ვიქნები რამდენიმე ღონისძიებაზე. გასულ საღამოს აღმოვაჩინე, რომ ჩუტყვავილა მაქვს. ამიტომ სახლში დარჩენა და ფხანვა მომიწევს. არ მჯერა რომ ყველაფერი ასე გამოვიდა. ეს ფილმი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ასეთია ცხოვრება. იმედი მაქვს, მალე გამოვჯანმრთელდები”, - აღნიშნა მიმართვის დროს მსახიობმა.

ვიდეო Universal Studio-ს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე იყო განთავსებული. თანდართულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მეუღლის ნაცვლად, პრემიერას ბრედ პიტი დაესწრება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება