"უაზრობაა, მწუხარე ვიყო იმის გამო, რომ ის წავიდა" - ემოციური პოსტი კახა ბენდუქიძეს მოსიყვარულე გერისგან

"უაზრობაა, მწუხარე ვიყო იმის გამო, რომ ის წავიდა" - ემოციური პოსტი კახა ბენდუქიძეს მოსიყვარულე გერისგან

საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრისა და თავისუფალი უნივერსიტეიტის დამფუძნებლის, კახა ბენდუქიძის გერი ანასტასია გონჩაროვა მამინაცვალს სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს უძღვნის.

"მადლობა ყველას, ვინც ბოლო ერთი თვის განმავლობაში კეთილი სიტყვებით მამახნევებდა. მამა ძალიან მენატრება, თუმცა მისი არსებობა ჩემს ცხოვრებაში იმდენად ყოვლისმომცვალი იყო, რომ ახლაც კი, როდესაც ის აღარ არის, მგონია, სადღაც აქვეა. ასე მგონია, სადმე სამოგზაუროდაა წასული, შესაძლოა კიდევ რომელიმე ქვეყნის გადასარჩენად, ვთქვათ, უკრაინის, ალბანეთის, გვატემალის ან ჰონდურასის.

ჩემი ცხოვრების დევიზი ყოველთვის იყო Amor Fati. მამა გამუდმებით დამცინოდა ამის გამო, თუმცა ეს მას ხელს არასდროს უშლიდა, ცუდ ან მძიმე წუთებში ჩემთვის ეთქვა: "მერე რა! Amor Fati".

Amor Fati ლათინურიდან ითარგმენა, როგორც "ბედის სიყვარული" - დამოკიდებულება, როდესაც ყველაფერს, რაც შენს ცხოვრებაში ხდება, მათ შორის ტანჯვასა და დანაკარგს, აღიქვამ, როგორც სასარგებლოს, ან საჭიროს, - ისინი შენი ცხოვრებისა და არსებობის ნაწილია და ამგვარად, ისინი აუცილებლად იქნება შენს ცხოვრებაში, მოგწონს ეს თუ არა.

უაზრობაა, მწუხარე ვიყო იმის გამო, რომ ის წავიდა - არავის შეუძლია ამის შეცვლა, ამიტომ ამ დანაკარგზე კონცენმტრირება დროის ფუჭი კარგვა იქნება, კახა ბენდუქიძე კი არ მოიწონებდა დროის უაზროდ დაკარგვას.

ის მეც და ყველას, მის გარშემო გვასწავლიდა, ჩვენი მორალური კომპასით გვეცხოვრა, გვქონოდა შეგნება და პატიოსნება და არ შეგვრცხვენოდა ჩვენი მოქმედებების. გვეკეთებინა ის, რაც გვიყვარს და გვეამაყა ამით. გვებრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ. გვექონოდა საკუთარი აზრი და არ ვყოფილიყავით იდიოტები. ვყოფილიყავით თავისუფალი სტერეოტიპებისგან და ღია ცვლილებებისთვის.

ახლა ყველაზე მთავარია, არ ჩავვარდეთ სასოწარკვეთილებაში, არამედ გავაგრძელოთ მისი მემკვიდერობა, ისე, რომ ციდან გადმოგვხედოს და იამაყოს ჩვენით.

გილოცავთ დამდეგ შობას ორი წითელი სანტასგან", - წერს ანასტასია.

შეგახსენებთ, კახა ბენდუქიძე გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ლონდონში 13 ნოემბერს გარდაიცვალა. იგი 22 ნოემბერს კუკიის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს.

ბენდუქიძე რუს ჟურნალისტსა და ხელოვნებათმცოდნე ნატალია ზოლოტოვაზე იყო დაქორწინებული. მათ 1999 წელს იქორწინეს.

ნატალია ზოლოტოვასთვის ეს მეორე ქორწინებაა. მას წინა ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. მისი პირველი მეუღლე გარდაცვლილია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს