უნიჭო პინგვინი ჩაიჭრება და "უმაღლესის" გარეთ დარჩება - ზელიმხან უძილაური

უნიჭო პინგვინი ჩაიჭრება და "უმაღლესის" გარეთ დარჩება - ზელიმხან უძილაური

"ჩვენი ყოფა-ცხოვრება იმდენად რუტინულია, რომ აქ შეძენილი გამოცდილება არაფრისმთქმელია", - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ტუბინგენის უნივერსიტეტის დოქტორანტი, რელიგიისმცოდნე ზელიმხან უძილაური. იგი საქართველოს საბჭოთა გამოცდილებასა და დღევანდელობას შორის ავლებს პარალელს.

"პინგვინი" ჩაიჭრება!

ჩემი ფეისბუკის მდინარეში, გავხსენ თუ არა, 3 ნიუსი ზედიზედ ამომიტივტივდა:

1."საყდრისის საბადო აღარ არსებობს";

2. "კასპში ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს";

3. "უკრაინის პრეზიდენტმა ეკა ზღულაძისთვის მოქალაქეობის მიღების ბრძანებას ხელი მოაწერა".

სამივე ნიუსი გვიქმნის წარმოდგენას, რომ საქართველო დროში არსებობს, შინ თუ გარეთ და აქ რაღაც ხდება ანუ გამოცდილებას ვიძენთ ცხოვრებაში ჩართვით თუ თუნდაც მისი მხოლოდ ყურება-მიყურადებით.

მაგრამ მე მაქვს განცდა, რომ გამოცდილებას ვეღარ ვიძენთ ანუ ჩვენი ყოფა-ცხოვრება იმდენად რუტინულია, რომ აქ შეძენილი გამოცდილება არაფრისმთქმელია, და ფაქტობრივად აღარცაა გამოცდილება.

ასეთი იყო ზუსტად საბჭოური 'გამოცდილება', არაფრისმთქმელი, არაფრისმაქნისი და გამოუყენებელი, რაზეც დიდი მერაბ მამარდაშვილი საუბრობდა...

მე მინდოდა, რომ ეს ნოუტი ზეპოლიტიკური თუ არა, აპოლიტიკური მაინც ყოფილიყო, მაგრამ ვიღაც ბიძინას აჩრდილს თავს რომ ვერ ვაღწევ? ესაა საყოველთაო აჩრდილი - საბჭოური გამოცდილების ადეპტი და ფაქტიური შემობრუნებაა.

აი, ყურდაცქვეტილები ველოდებით მის შოუს, რატომღაც ვასილ მჟავანაძის კი არა, ვასილ მაღლაფერიძის თამადობით რომ უნდა წარიმართოს. თუ გახსოვთ, რეპეტიტორობის ხანა? საბჭოურ 'პინგვინებს' რომ ამზადებდნენ ანუ აბიტურიენტებს? ამხანაგი და ბატონი ვ. მაღლაფერიძე გამოჩენილი ფილოლოგია და 'პინგვინების' ფასიც ეცოდინება. ჰოდა, არ ჯობია ერთ, სარფიან პინგვინს ამოადგმევინო ენა, ვიდრე რამდენიმე მომცროს შეალიო დრო და რუდუნება?

ჰოდა, ეს ვიღაც ბიძინა, - ჩემთვის ის ასეა, - რაღაც საბჭოური აჩრდილი, რახანია რაც ნასწავლი ქართველობის მიერ მზადდება და გადამზადდება როგორც ნამდვილი პინგვინ-აბიტურიენტი...

საბოლოოდ კი ეს უნიჭო მაინც ჩაიჭრება და "უმაღლესის" გარეთ დარჩება, რადგან დრო იცვლება და ის ყველა ჩვენთაგანის უმოწყალო გამომცდელია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს