სიდნეის პოლიციამ შეტევა დაიწყო, ისმის სროლების ხმა

სიდნეის პოლიციამ შეტევა დაიწყო, ისმის სროლების ხმა

ავსტრალიის ქალაქ სიდნეის პოლიციამ იმ კაფეზე შეტევა დაიწყო, რომელშიც მამაკაცს მძევლები ჰყავს აყვანილი. პოლიციელები კაფეში შეიჭრნენ, ისმის სროლების ხმა. დაწესებულებიდან გამოიქცნენ ადამიანები.

მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ კიდევ 6-მა მძევალმა შეძლო დამნაშავეს გაქცეოდა და მათ კაფე დატოვეს. რაც შეეხება დამნაშავეს, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი ჰარონ მონისია, რომელიც "როიტერის" ინფორმაციით, არის ირანიდან დევნილი და სექსუალური ძალადობისთვის არის ნასამართლევი.

გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავე, რომელსაც დაახლოებით ოცი საათია რამდენიმე ათეული ადამიანი ჰყავდა მძევლად აყვანილი, ავსტრალიის პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა