ნიჭიერი თუ ციხის ჯალათი?.. - კორნელი მაისაშვილი სკანდალში გაეხვა

ნიჭიერი თუ ციხის ჯალათი?.. - კორნელი მაისაშვილი სკანდალში გაეხვა

მას მერე რაც ძალოსანი კორნელი მაისაშვილი "ნიჭიერის" სცენაზე გამოჩნდა, დანებზე დაწვა, აგურები და ბლოკები გადაიმტვრია, ინტერნეტსივრცეში მის შესახებ ახალი ინფორმაცია გაჩნდა. სოციალურ ქსელსა და ფორუმებზე წერენ, რომ ეს ადამიანი ციხეში მუშაობდა და სწორედ იმ ჯალათებს შორის იყო, ვინც პატიმრებს სამაგალითოთ სჯიდა.

დღეს, ამ თემაზე ბატონ კორნელის ფილარმონიაში სცენაზე გასვლის წინ რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

- ბატონო, კორნელი, ამბობენ, რომ თქვენ წლების წინ ციხეში მუშაობდით. ასეა?

- ამაზე ლაპარაკი არ მინდა რაა. მე სპეცსამსახურებშიც ვმუშაობდი, პოლიციაშიც ვმუშაობდი.

- რატომ, საიდუმლოა?

- არა, უბრალოდ რა საჭიროა?

- მას შემდეგ რაც "ნიჭიერის" სცენაზე გამოჩნდით, ინტერნეტში თქვენზე ბევრს წერენ და არც ისე კარგად გახასიათებენ. ადამიანები თქვენს სისასტიკეზე ჰყვებიან...

- შევარდნაძის დროს სპეცსამსახურში ვმუშაობდი, მერე თავდაცვის სამინისტროში მინისტრის დაცვაში, ვმუშაობდი პოლიციაშიც. დღესაც სასჯელაღსრულების სისტემაში ვმუშაობ, რუსთავში, მაგრამ პატიმრები არ გვყავს.

- ეგ როგორ?

- რემონტია ჩვენთან.

- სისასტიკეზე რას მეტყვით?

განაგრძეთ კითხვა

ნახეთ ვიდეო: "ნიჭიერის" სცენაზე ისეთი მძიმე სანახაობა გაიმართა, ია ფარულავა აკივლდა და ფეხზე წამოხტა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია