სიდნეიში მძევლების გათავისუფლების ოპერაციისას სამი ადამიანი დაიღუპა

სიდნეიში მძევლების გათავისუფლების ოპერაციისას სამი ადამიანი დაიღუპა

სიდნეიში, კაფე ლინდტში, პოლიციის მიერ მძევლების გათავისუფლების ოპერაციის შედეგად, ბოლო მონაცემებით, სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. მათივე ინფორმაციით, ექვსი ადამიანი სხვადასხვა სიმძიმის ტრავმებით და ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. შტურმის შედეგად ერთი პოლიციელია დაშავებული. პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის არის 49 წლის ჰარონ მონისი, რომელსაც გუშინ, 16 საათის განმავლობაში 30-მდე ადამიანი ჰყავდა მძევლად აყვანილი. როგორც "ბიბისი" წერს, ავსტრალიის პოლიციამ მსხვერპლით დასრულებული სპეცოპერაციის გარემობების გამოძიება დაიწყო. ცნობლი გახდა, რომ მან ჰარონ მანისი, რომლებმაც მძევლები აიყვანა, ირანიდან დევნილი იყო. დღეს დილიდან, კაფესთან, მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი გარდაცვლილების ხსოვნას პატივს მიაგებენ. ქალაქში დაშვებულია დროშები. სიდნეის კაფე "ლინდტში" გუშინ ჰარონ მონისმა დაახლოებით 30-მდე მძევალი აიყვანა. რამდენიმე ადამიანმა კაფედან გამოქცევა მოახერხა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა