ამერიკელმა პენსიონერმა სათამაშოების მაღაზიის სტუმრებისთვის 20 000 დოლარის საჩუქრები შეიძინა

ამერიკელმა პენსიონერმა სათამაშოების მაღაზიის სტუმრებისთვის 20 000 დოლარის საჩუქრები შეიძინა

ამერიკის ქალაქ ბელინგემში, რომელიც მასაჩუსეტსის შტატში მდებარეობს, ადგილობრივი მაღაზიის სტუმრებმა მოულოდნელი საშობაო საჩუქრები მიიღეს. მათ მიერ დაჯავშნილი საჩუქრების თანხა, რომელიც 20 000 დოლარს აღწევდა, მოხუცმა ქალმა გადაიხადა. მაღაზიის თანამშრომლის თქმით, ქალმა უცხო ადამიანების 150 საჩუქრის თანხა გადაიხადა, რის შემდეგაც მენეჯერს უფლება მისცა, მას ჩახუტებოდა.

"თუკი რაღაც გაქვთ, რისი გაცემაც შეიძლება, უნდა გასცეთ" - უთხრა პენსიონერმა ქალმა მენეჯერს და დასძინა, რომ ახლა უკეთესად დაიძინებს. სათამაშოების მაღაზიის წარმომადგენლის, ბიორნ ტროვერის თქმით, ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მოდიან ასეთი ადამიანები, რომლებიც მზად არიან უცნობი ადამიანებისთვის საჩუქრები შეიძინონ. "ეს კეთილი საქციელი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყო ნამდვილი საშობაო საჩუქარი".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს