სიკვდილმისჯილი ქალის წერილი დედას

სიკვდილმისჯილი ქალის წერილი დედას

ირანელი რეიჰანე ჯაბარი ცივსისხლიანი მკვლელობის ჩადენის ბრალდებით სიკვდილით დასაჯეს. იგი იმ ადამიანის მკვლელობისთვის ჩამოახრჩვეს, რომელიც მის გაუპატიურებას ცდილობდა. რეიჰანე ჯერ კიდევ 2007 წელს, 47 წლის მორტეც სარბადის, ირანის დაზვერვის სამინისტროს თანამშრომლის მკვლელობის გამო დააკავეს. ისინი ერთმანეთს მაშინ შეხვდნენ, როდესაც ჯაბარი მხოლოდ 19 წლის იყო, რეიჰანემ მამაკაცს დანა ლოცვის დროს დაარტყა. თუმცა, გოგონას განცხადებით, ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც სარბადმა იგი ნარკოტიკებით "გაჭყიპა" და მის გაუპატიურებას შეეცადა.

არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობდნენ რეიჰანე ჯაბარის გამართლებას, ისინი ამტკიცებდნენ, რომ გამოძიება არასწორად წავიდა და გოგონამ აღიარება მხოლოდ წამების შემდეგ გააკეთა. საერთშორისო პეტიციამ, რომელიც სიკვდილით დასჯის განაჩენის გაუქმებას მოითხოვდა, 200 000 ხელმოწერა შეაგროვა.

თუმცა, სიკვდილი გარდაუვალი აღმოჩნდა...

რეიჰანემ დედას სიკვდილის წინ წერილი დაუტოვა, სადაც ამტკიცებდა, რომ ჯერ კიდევ 2007 წელს მოკვდებოდა, თუკი სარბადის არ მოკლავდა: "ქალაქის რომელიმე ბინძურ კუთხეში გადამაგდებდნენ. რამდენიმე დღეში პოლიცია ჩემს გვამს მორგში გადაასვენებდა ამოსაცნობად. იქ აღმოაჩენდნენ, რომ მე გამაუპატიურეს, მკვლელს ვერასდროს აღმოაჩენდნენ, მას ეყოფოდა სიმდიდრე და ძალაუფლება, რათა დამალულიყო...

ჩემო ძვირფასო დედა, არ მინდა მიწაში ვლპებოდე. გთხოვ, მისცე ჩემი გული, კანი, თვალები, თირკმელები მათ, ვისაც ისინი ესაჭიროება. არ მინდა, რომ მათ ჩემი სახელი იცოდნენ, ყვავილებს ყიდულობდნენ და ჩემთვის ლოცულობდნენ. მთელი გულით გეუბნები - არ მინდა საფლავი, სადაც შენ დამიტირებ. არ ჩაიცვა შავი ტანსაცმელი. ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ დაივიწყო ჩემი ტანჯული ცხოვრება, გამიშვი.."

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს