ლუკა კურტანიძის მეუღლე ინგა გრიგოლიას აკრიტიკებს

ლუკა კურტანიძის მეუღლე ინგა გრიგოლიას აკრიტიკებს

ლუკა კურტანიძის მეუღლე ხათუნა მიქაცაძე ძალიან დაკავებულია, რამდენიმე სამსახური აქვს. წლების წინ სწორედ საქმემ დააკავშირა თავის მომავალ სიყვარულს - ლუკას. ამბობს, რომ იმ კრიტიკამ და ლანძღვამ, რომელიც ბოლო პერიოდში ლუკას მიმართ გაისმა, მის გულზე გაიარა.

- ალბათ, თქვენთვის რთულია იმ ყველაფრის მოსმენა და ყურება, რაც ლუკასთან დაკავშირებით ხდება.

- მე და ლუკა ერთად დაახლოებით ერთი წელია, ვცხოვრობთ. ძალიან ვნანობ იმ წლების გამო, როდესაც ლუკას არ ვიცნობდი და ჩემს ცხოვრებაში არ იყო. ლუკას გვერდით ძალიან ძლიერი ვარ, არ მაქვს დაღლის უფლება. როცა ვამბობ, რომ მის გვერდით თავს დაცულად ვგრძნობ, დედას ეღიმება. შვილები და ლუკა ყველაზე ნათელი წერტილია ჩემს ცხოვრებაში.

- როგორ ფიქრობთ, რატომ გაჩნდა ლუკა კურტანიძის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება?

- პირველ რიგში, შემიძლია, გითხრათ, რომ ეს იყო ლუკას წინააღმდეგ აგორებული მართვადი პროცესი.

- ვის აწყობდა ეს ყველაფერი?

- რაც მოხდა, იმასთან დაკავშირებით გონივრული ეჭვი მაქვს, არაფერს ვიტყვი. ლუკა და შესაბამისი ორგანოები გამოარკვევენ და ის ყველაფერი უპასუხოდ არ დარჩება.

- ''იმედის კვირაში'' სტუმრობისას მას გამარჯობის შემდეგ ინგა გრიგოლიამ ჰკითხა, რატომ არ წავიდა თავის დროზე ჭიდაობის ფედერაციიდან.

- როდესაც ლუკასთან ეთერს წამყვანი ჟურნალისტი იწყებს საინტერესო ამბით, თუ როგორ უყურებდა რამდენიმე თვის წინ მასზე მომზადებულ სიუჟეტს და ამბობდა, წადი, რააა...… თან იმ ხმის ტემბრით, რომელიც საქვეყნოდ ცნობილია, არის თუ არა ეს იმთავითვე ჟურნალისტის პოზიციისა და ლუკა კურტანიძის მიმართ განწყობის გამოხატვა? ლუკა კურტანიძე მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება იბრძოდა თავისი ქვეყნისთვის და თავისი ერისთვის. ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი რომ ყოფილიყო, არ დასჭირვებია ჰონორარი.

- გადაცემის შემდეგ ლუკამ ინგას ხომ არ უსაყვედურა?

- ლუკა საკუთარ ტკივილზე ნაკლებად ლაპარაკობს. სიხარულს გაგიზიარებს და ბედნიერებაში მაქსიმალურად აგიყოლიებს, მაგრამ გულისტკივილს არაფრით გამოთქვამს. მე რომ ლუკას ადგილზე ვყოფილიყავი, როდესაც ინგამ ხელები გაშალა და თქვა, ''წადი, რა'', იმწუთას ავდგებოდი და წამოვიდოდი. ინგა გრიგოლიას არც ერთ კითხვას არ დავასმევინებდი, მაგრამ ლუკა კარგად აღზრდილი ბიჭია, ადამიანებს ერთმანეთისგან არ ყოფს და უნდა, პატივისცემა ყველას მიმართ მაქსიმალურად გამოხატოს. ასაკსაც არ აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა. ამან შეუშალა ხელი, პირდაპირი ეთერი დაეტოვებინა და დარჩა. ვფიქრობ, ინგამ კარგად იცოდა ლუკას ხასიათი და თავიდანვე ეცადა, ამ კითხვით მასზე ემოქმედა. ინგას არ ეხება, მაგრამ მოდიოდა ამბები, რომ როცა ლუკას წინააღმდეგ მოძრაობები იგეგმებოდა, არაკაცური და არაქართული, იყო მითითებები, ლუკა კურტანიძეს თქვენ ვერ შეაშინებთ, ეცადეთ, მის თავმოყვარეობასა და პირადს შეეხოთო. მე ვიცი, რომ ამ ყველაფერს ლუკა კურტანიძე მხოლოდ ორი ადამიანის გამო მოითმენდა. თავისი დუმილით და მოთმენით ლუკა მოუფრთხილდა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც სიცოცხლის ფასად უყვარს და ირაკლი ღარიბაშვილს.

- გვიამბეთ, როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ამბავი?

- როდესაც ლუკა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად დაინიშნა, 2012 წლის თხუთმეტ დეკემბერს, ლუკა, როგორც მეგობარს დამიკავშირდა და მითხრა, ხათუნა, ევროპის ჩემპიონატი მოდის და ძალიან მინდა, დამეხმაროო. რადგან ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო, მეგობრულად დაგეხმარები, ანაზღაურება არ მჭირდება-მეთქი.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია