ცნობილი ადამიანები, რომლებიც 2014 წელს გარდაიცვალნენ

ცნობილი ადამიანები, რომლებიც 2014 წელს გარდაიცვალნენ

დრო ძალიან სწრაფად მიედინება და ყოველ წელს მძიმე დანაკარგები მოაქვს. არც 2014 წელი აღმოჩნდა ამ მხრივ გამონაკლისი. ბევრი ცნობილი ადამიანისთვის ეს წელი უკანასკნელი აღმოჩნდა. 

ფილიპ სეიმურ ჰოფმანი

მსახიობი 2 თებერვალს 46 წლის ასაკში ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა. კინოსაზოგადოებაში და მის ფარგლებს გარეთ ამ დანაკარგს დიდი რეზონანსი მოყვა.

შრილი ტემპლი

10 თებერვალს ამერიკის შტატ კალიფორნიაში გარდაიცვალა შესანიშნავი მსახიობი შირლი ტემპლი. ის 1934 წელს ”ოსკარის” ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა. გარდაცვალების დროს ტემპლი 85 წლის იყო.

ჰაროლდ რემისი

24 თებერვალს ამერიკაში 69 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი კინორეჟისორი და სცენარისტი ჰაროლდ რემისი. მის კარიერაში სამსახიობო როლებიც უხვად იყო, ყველაზე დასამახსოვრებელი კი არის იგონ სპენლერის როლი ფილმში ”მოჩვენებებზე მონადირენი”. მისი გადაღებული ყველაზე ცნობილი ფილმია ”ზაზუნას დღე".

გაბრიელ გარსია მარკესი

17 აპრილს 87 წლის ასაკში მეხიკოში, საკუთარ სახლში ღვიძლის უკმარისობით გარდაიცვალა ცნობილი კოლუმბიელი მწერალი გაბრიელ გარსია მარკესი. მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კოლუმბიაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადეს.

ბობ ჰოსკინსი

ბრიტანელი მსახიობი ბობ ჰოსკინსი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა 30 აპრილს. მას სახალხო სიყვარული მოუტანა როლებმა ფილმებში ”მონა ლიზა”, და ”ვინ გაყიდა კურდღელი როჯერი”. ”მონა ლიზაში” შესრულებული როლისთვის ის ”ოსკარზე” იყო ნომინირებული.

ალფრედო დი სტეფანო

ცნობილი ესპანელი ფეხბურთელი, მადრიდული კლუბის ”რეალის” საპატიო პრეზიდენტი ალფრედო დი სტეფანო 7 ივლისს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. დი სტეფანო მადრიდის რეალში თამაშისას გაიცნო ხალხმა, მას კლუბში 282 მატჩიდან 216 გოლი აქვს გატანილი.

რობინ უილიამსი

11 აგვისტოს ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი რობინ უილიამსი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს. ის 63 წლის იყო. მრავალი კომედიური როლების ავტორმა და ძალიან მხიარულმა მსახიობმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ჯო კოკერი

გუშინ, 22 დეკემბერს 70 წლის ასაკში გარდაიცვალა ბლუზის მომღერალი ჯო კოკერი. მისი გარდაცვალების მიზეზი ფილტვის კიბოა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება