"თმით ითრია და სახეში ურტყა" - სოფელ ახალდაბაში სასწრაფოს ექიმს პაციენტის მეუღლემ სცემა?

"თმით ითრია და სახეში ურტყა" - სოფელ ახალდაბაში სასწრაფოს ექიმს პაციენტის მეუღლემ სცემა?

გორის რაიონის სოფელ ახალდაბაში გამოძახებაზე მისულ სასწრაფო დახმარების ექიმს პაციენტის მეუღლემ (გვარად ვარძელაშვილი) სცემა. ინციდენტი 22 დეკემბერს მოხდა.

გორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას მითითებულ მისამართზე პაციენტი - ახალგაზრდა ქალბატონი, მეუღლესთან და მეზობლებთან ერთად დახვდა.

"ექიმებმა რა ჩემი..... იცით, თქვენი დედა..." - მიმართა პაციენტის მეუღლემ ექიმს.

ვარძელაშვილი მეზობლებმა გაიყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო ექიმმა პაციენტის გასინჯვა. შემდეგ კი ექიმმა, გართულებების თავიდან აცილების მიზნით, პაციენტს საავადმყოფოში გადაყვანა ურჩია. გარდა ამისა, პაციენტის მეუღლეს პირადობის მოწმობის მოძებნაც სთხოვეს.

"რა პირადობის მოწმობა გინდათო, თქვენ ვერ გაიგეთ, რასაც გეუბნებითო, ჩემს ცოლს არ გაგატანთო, გინდათ მომიკლათო მაშინდელივითო და აგრძელებდა გინებას" - ყვება სასწრაფოს დირექტორი თემურ თანიაშვილი.

ბრიგადამ მანქანით ქალბატონის დაუყოვნებლივ გადაყვანა მაინც გადაწყვიტა.

"ჩვენი ექიმი უკვე მანქანასთან იყო, უნდა გაეღოთ კარები საკაცის გადმოსაღებად. ამ დროს პაციენტის მეუღლე მივარდა ექიმს, თმით დაითრია, სახეში დაუწყო ცემა, წააქცია და წიხლებით შესდგა. მეზობლები რომ არ ყოფილიყვნენ, უფრო მძიმე შედეგით დამთავრდებოდა შემთხვევა", - აცხადებს თემურ თანიაშვილი.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა