"ნუ ებღაუჭება სკამს და გადადგეს" - ქართული ლეგიონის მეთაური თავდაცვის მინისტრს

"ნუ ებღაუჭება სკამს და გადადგეს" - ქართული ლეგიონის მეთაური თავდაცვის მინისტრს

უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრს მიმართავს, "ნუ ებღაუჭება სკამს და გადადგეს", - ამის შესახებ მამულაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" უკრაინიდან ჩართვისას განაცხადა.

მან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება შეაფასა, როგორც ანტისახელმწიფოებრივი. "ჩვენ არ ვართ აქ ჩამოსულები არავის მოწოდების გამო. მთავრობისა და თავდაცვის სამინისტროს განცხადება არის ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება. ჩვენი სისხლი აქ ტყუილად არ იღვრება და ეს არის ის სისხლი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში საქართველოში ათასობით უკრაინელს იხმობს", - აღნიშნა მამუკა მამულაშვილმა.

რაც შეეხება უკრაინაში ქართული ლეგიონის დაფინანსებას, მისი თქმით, ქართველ მებრძოლებს უკრაინაში ცხოვრებისთვის თანხას საკუთარი ოჯახები უგზავნიან.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა