ვიქტორ დოლიძემ ამირან ძოწენიძეს საკრებულოს სხდომაზე "ბორჯომის" ბოთლი ესროლა

ვიქტორ დოლიძემ ამირან ძოწენიძეს საკრებულოს სხდომაზე "ბორჯომის" ბოთლი ესროლა

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირება საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" დაფინანსების საკითხმა გამოიწვია. ვიქტორ დოლიძის გაღიზიანება ამირან ძოწენიძის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც დეპუტატებს განუცხადა, რომ "ვისოლმა" კლუბის სპონსორობაზე უარი თქვა, ხოლო ქალაქის ბიუჯეტი კლუბის დაფინანსებას ვერ შეძლებდა.

"ყველამ უნდა მოკითხოს ქალაქის მერს, რომელიც ამბობდა, რომ "ტორპედოს" სპონსორი უნდა მოუძებნონ. ის ამბობდა, რომ "ვისოლი" უნდა წავიდეს და "ტორპედოს" მოუძებნიან უკეთეს სპონსორს", - განაცხადა ამირან ძოწენიძემ.

საკრებულოს სხდომაზე ვიქტორ დოლიძემ ამირან ძოწენიძეს "ბორჯომის" ბოთლი ესროლა. ჩხუბის დასრულების შემდეგ, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ამირან ძოწენიძემ და გია უკლებამ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

წყარო: newpress.ge

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა