მოსკოვის პოლიციამ ორი ქართველი დააკავა

მოსკოვის პოლიციამ ორი ქართველი დააკავა

მოსკოვის პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა, რომლებიც, გამოცემა "რეინბოუს" ინფორმაციით, საიუველირო სალონებზე სერიულ ყაჩაღურ თავდასხმებში არიან ეჭვმიტანილები.

ერთ-ერთი დაკავებული რუსეთის ტელევიზიის პირველ არხზე პროექტ "გოლოს"-ის ქართველი მონაწილის, ეთერ ბერიაშვილის მეუღლე ბადრი ბებიჭაძეა.

მისი ბინის ჩხრეკისას მოსკოვში ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებმა მილიონ რუბლზე მეტი თანხა, ტრავმატული იარაღი, ტელეფონები და ნიღბები ამოიღეს, რომლითაც თავდასხმებს ახორციელებდნენ.

გამოძიების ინფორმაციით, მხოლოდ წელს ბებიჭაძემ 23 მილიონი იშოვა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ