რას ურტყამდნენ თავში ბობოხიძეს პარლამენტში ჩხუბის დროს - "ეს იყო საშინელი შემთხვევა"

რას ურტყამდნენ თავში ბობოხიძეს პარლამენტში ჩხუბის დროს - "ეს იყო საშინელი შემთხვევა"

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოგა ხაჩიძის განცხადებით, დაპირისპირება პარლამენტში მას შემდეგ მოხდა, რაც აკაკი ბობოხიძეს შეაგინეს. როგორც ხაჩიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უმრავლესობის "მთელი ბრბო აკაკი ბობოხიძეს ურტყამდა".

"ეს იყო საშინელი შემთხვევა. ყველა დეპუტატი უმრავლესობიდან აკაკი ბობოხიძეს ფიზიკურად უპირისპირდებოდა. მას თავში მიკროფონები ჩაარტყეს. მსგავსი შემთხვევა საქართველოს პარლამენტში არასდროს ყოფილა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, თუ რას წარმოადგენს დღევანდელი ხელისუფლება", - განაცხადა ხაჩიძემ.

პარლამენტში უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის გამოსვლას ჩხუბი მოჰყვა. მან არაკორექტული სიტყვები გამოიყენა, რასაც დეპუტატებს შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება, შემდეგ კი შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

ვიდეო: აკაკი ბობოხიძეს თავში მიკროფონი და მუშტები ურტყეს

პარლამენტში ჩხუბის ყველა დეტალი თეგზე #ჩხუბი პარლამენტში

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა