ხიდაშელი: არანაირი უზრდელობა ბობოხიძისგან არ გამიკვირდებოდა, თუმცა, მან დღეს მეც კი გამაოცა

ხიდაშელი: არანაირი უზრდელობა ბობოხიძისგან არ გამიკვირდებოდა, თუმცა, მან დღეს მეც კი გამაოცა

უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ პარლამენტში დეპუტატებს შორის მომხდარი დაპირისპირება უსიამოვნო ფაქტია. როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, აკაკი ბობოხიძის საქციელმა ყველა გააკვირვა.

"ძალიან სამწუხაროა. კაკო ბობოხიძე ყველაფერს აკეთებდა მთელი ამ ორი წლის განმავლობაში იმისთვის, რომ აქამდე მიეყვანა საქმე. მისმა დღევანდელმა საქციელმა მეც კი გამაკვირვა, მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის ზურგზე არანაირი უზრდელობა კაკო ბობოხიძისგან არ გამიკვირდებოდა. მან დღეს მეც კი გამაოცა. მესმის, რომ ნერვები ვერ მოთოკეს ჩვენმა კოლეგებმა, თუმცა ყოველთვის უსიამოვნოა და ნამდვილად ვერავინ ვერაფრით ვერ მოიწონებს, როდესაც პარლამენტში ასეთი ხელჩართული ჩხუბი ხდება", - განაცხადა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბარში.

პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს პლენარულ სხდომაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციაში კვოტების გადანაწილების საკითხის განხილვისას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

პარლამენტში ჩხუბის ყველა დეტალი თეგზე #ჩხუბი პარლამენტში

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა