ზვიადაურის ნახტომი - ძიუდოისტმა დეპუტატმა ჩხუბისას "მფრინავი თევზის" შესრულება სცადა?

ზვიადაურის ნახტომი - ძიუდოისტმა დეპუტატმა ჩხუბისას "მფრინავი თევზის" შესრულება სცადა?

პარლამენტში ხელჩართული ჩხუბისას რთული იყო იმის გარკვევა, თუ ვინ ვის ურტყამდა. ჩხუბი, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტში ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციაში კვოტების გადანაწილების საკითხს მოჰყვა, ყველა დროის ყველაზე მასშტაბური ფიზიკური დაპირისპირებაა, რაც კი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ოდესმე მომხდარა.

გამორჩეულ მოჩხუბრებს შორის მაყურებლის ყურადღებას აუცილებლად მიიქცევდა "ქართული ოცნების" დეპუტატის, ზვიად ზვიადაურის ილეთი, რომელმაც მოისურვა, რომ "ბრძოლის ველზე" მოსახვედრად სამუშაო მაგიდიდან შეესრულებინა ნახტომი. როგორც ცნობილია, კარატეში ამ ილეთს ტობი ოკოს უწოდებენ, რაც "მფრინავი თევზის" სახელითაც არის ცნობილი. თუმცა ილეთის სრულყოფილი შესრულება არ გამოუვიდა, ის ძირს დაეცა და ოპონენტებისგან გვარიანადაც მოხვდა.

იხილეთ ვიდეო

პარლამენტში ჩხუბის ყველა დეტალი თეგზე #ჩხუბი პარლამენტში

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა