''ბეწვი კურორტზეც და ქალაქშიც ძალიან უხდება ახალ წელს''

''ბეწვი კურორტზეც და ქალაქშიც ძალიან უხდება ახალ წელს''

სამოსის შერჩევა ახალი წლის ღამისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ქალბატონებისთვის რჩევები ამ კუთხით არასდროს არის ზედმეტი, ამიტომაც გთავაზობთ დიზაინერ აკა ნანიტაშვილის მოსაზრებებს, რისი მორგებაა სასურველი 31 დეკემბრის ღამეს. ''გრძელი ფერადი, ფრიალა კაბა, კლასიკური ფეხსაცმელი, წვრილი ქუსლითა და ცხვირით, ბეწვის ქურქი, სადღესასწაულო ჩანთა და თუ კაბა მოითხოვს, აქსესუარი''- ასეთია, აკას აზრით, იდეალური ''ლუქი'' ახალი წლის ღამეს.

- ქალბატონებს ვურჩევ, სადღესასწაულო განწყობისამებრ იყვნენ ჩაცმული. ჩემთვის ახალ წელთან ცოტა ბრჭყვიალა და ხასხასა ფერები ასოცირდება. თუ ზამთრის კურორტზე ხართ, თბილად უნდა გეცვათ, მაგალითად, თუნდაც ნაქსოვი, მაგრამ შეიძლება, განსაკუთრებული დეტალით გავაფორმოთ, ან თმის სამაგრით, ან წინდებით, რაც ჩაცმულობას გამორჩეულ იერსახეს მისცემს.

- რა ფერის სამოსის მორგება იქნება უპრიანი ამ დღეს?

- ნათელი ფერები, ვერცხლისფერი, ლურჯი. წლევანდელ ტენდენციებს თუ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლევანდელი ზამთარი ძალიან ფერადია.

- როგორ უნდა გამოიყურებოდეს ქალი, თუ ის ახალ წელს განსაკუთრებულ ადგილას ხვდება?

- გააჩნია ქალის ფიგურას და სტილს, მაგრამ ამ დღისთვის კაბა უფრო მისაღებია, რადგან ქალი ბევრად გამორჩეულად გამოიყურება კაბაში, ვიდრე შარვალში. სილუეტი ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს, მაგრამ უფრო სადღესასწაულოა აბრეშუმის ან შიფონის გრძელი, ფრიალა კაბა, ან თუნდაც გაბერილი ''პაჩკა'', ან კლასიკური სწორი ქვედაბოლო. ძალიან მომწონს გამოყვანილი კაბები, მაგრამ თავისუფალი სტილი უფრო ჩემია, გამხდარსაც და წონიან ქალბატონსაც მარტივად ერგება და ლამაზადაც გამოიყურება.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს