პოლიტიკოსებისა და ცნობილების საჩუქრები - ვის რას მოუტანს ახალ წელს სანტა

პოლიტიკოსებისა და ცნობილების საჩუქრები - ვის რას მოუტანს ახალ წელს სანტა

სულ მალე ახალი წელი მოვა. ყველა ელოდება თავის წილ საჩუქარს. მათ შორის არიან პოლიტიკოსები და ცნობადი სახეები. ვნახოთ, რას აჩუქებს სანტა-კლაუსი ძლიერთ ამა ქვეყნისა.

1 ეკა ბესელიას სანტა-კლაუსი ქართულ-ინგლისურ ლექსიკონს აჩუქებს;

2 სანტა მიხეილ სააკაშვილს აჩუქებს ჯერონიმოს და შემდეგ ვიხილავთ ახალ დუეტს - ძებნილისა და ჯერონიმოს შესრულებით!

3 ქეთი დოლიძემ წელს საჩუქარი არ ინდომა, რადგან აღმოჩნდა, რომ სანტა-კლაუსს მისი "კუკარაჩა" არ აქვს ნანახი (!!!!!!!!).

4 წელს უსაჩუქროდ რჩება გიორგი მარგველაშვილი, რადგან სანტა არავის გაუფრთხილებია, რომ საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, მით უმეტეს, გიორგი მარგველაშვილი.

5 მანანა ბერიკაშვილს თეთრწვერა ბაბუა ჭოლასა და დოის(!!!!) აჩუქებს!

6 ალექსანდრე ჭიკაიძესთან წელს სანტა არ მივა და მას "თალიბანი" მიუტანს უცხო სიტყვათა ლექსიკონს და სათამაშო დანას;

7 ზოგადად, მთავრობისთვისაც აქვს საჩუქარი ლაპლანდიელ მოხუცს - სარეკლამო ადგილი "NEW YOURK TIMES"-ში, სადაც შეუძლიათ დაწერონ თუ რამდენჯერ გაიზარდა პენსიონერებისათვის პენსიები;

8 კომპასი ხვდა წილად წელს ინგა გრიგოლიას;

9 ნოდარ ხადურმა გადაწყვიტა წელს საკუთარი თავის საჩუქართგამრიგე თვითონ იყოს და ძვირადღირებული ტელეფონი იჩუქა მსუყე პრემიითურთ;

10 კოკა ყანდიაშვილს სანტა ზუსტად 00:00-ზე დანიიდან იმ ადამიანს ჩამოუყვანს ვინც წლების განმავლობაში ურეკავდა;

11 ბიძინა ივანიშვილს სანტა ახალ პრეზიდენტს აჩუქებს;

12 მიხეილ ხუბუტიას სანტას ნაცვლად, ვლადიმერ პუტინი აჩუქებს რაიმე სიმბოლურს და ამით, ბატონ მიხეილს კიდევ ერთხელ მიეცემა საშუალება მადლობა გადაუხადოს ოკუპანტ ძმას;

13 ირაკლი ღარიბაშვილს სანტას ნაცვლად ბატონი ბიძინა აჩუქებს საკუთარი ციტატების კრებულს, რათა პრემიერმა მუდმივად მოიშველიოს ისინი. რაც მთავარია, პრემიერს შეეძლება, კიდევ ერთხელ გადაუხადოს მადლობა ბატონ ბიძინას.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია